ახალი ამბები

კვირიკაშვილი: წინასაარჩევნო გარემო იყო უპრეცედენტო

7 ოქტომბერი, 2016 •
კვირიკაშვილი: წინასაარჩევნო გარემო იყო უპრეცედენტო

პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისაკენ, ხოლო სამართალდამცველებს წესრიგისა და თავისუფალი არჩევნებისათვის საჭირო გარემოს უზრუნვეყოფისაკენ მოუწოდებს. ამის შესახებ კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა:

“მე მინდა მოვუწოდო შინაგან საქმეთა სამინისტროს. ბატონო გიორგი [მღებრიშვილი], თქვენი როლი არის უმნიშვნელოვანესი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას წესრიგი და თავისუფალი არჩევნებისთვის საჭირო გარემო. მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული თქვენი თანამშრომელი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნას მშვიდობიანი თავისუფალი არჩევნები საქართველოში.

ჩვენმა მთავრობამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ უზრნველყოფილი ყოფილიყო თანაბარი წინასაარჩევნო გარემო, რომელიც იყო მართლაც უპრეცედენტო და ეს აღნიშულია ყველა ჩვენი მეგობრის მიერ… თუ არ ჩავთვლით იმ ძალიან სამწუხარო ფაქტს, რომელიც მოხდა რამდენიმე დღის [გივი თარგამაძის მანქანის აფეთქება] წინ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება მიმდინარეობს და დამნაშავეები კანონის წინაშე უმკაცრესად აგებენ პასუხს. ეს იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი”, – თქვა პრემიერმა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი