ბათუმის „დინამოთი“ ცნობილი უკრაინელი ბიზნესმენი პეტრო დიმინსკია დაინტერესებული. იგი ამჟამად ბათუმშია და საფეხბურთო კლუბ „დინამოსთან“ მოლაპარაკებებს მართავს. როგორც „დინამოს“ მწვრთნელი გია გურული ამბობს, გადაწყვეტილება ამ დროსთვის მიღებული არ არის, „შესაძლებელია რამდენიმე დღეში მივიღოთ პასუხი, ან ერთ თვეში“.
რამდენიმე თვის წინ გია გურულმა „ბათუმელებთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ პეტრო დიმინსკი „დინამოს“ იმ შემთხვევაში დააფინანსებდა, თუკი კლუბი უმაღლეს ლიგაში გადავიდოდა. კლუბმა ამ პირობის შესრულება შეძლო.
პეტრო დიმინსკი ლვოვის საფეხბურთო კლუბის „კარპატის“ მეპატრონეა და უკრაინული პრესის მიხედვით, მისი ქონება მილიარდზე მეტად არის შეფასებული.