საარბიტრო სასამართლოს გადაწყვეტილებით, აკრძალვა, რომელიც ჩოგბურთელ მარია შარაპოვას დოპინგის მიღების გამო დაუწესეს, 24 თვიდან 15 თვემდე შემცირდა.

დიდი სლემის ხუთგზის გამარჯვებულს, მარია შარაპოვას ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცამ 2 წლით თამაში აუკრძალა მას შემდეგ, რაც 2016 წლის ავსტრალიის ღია ჩემპიონობის წინ გავლილ ტესტირებაზე პრეპარატ მელდონიუმის მიღება დაუდასტურდა. მელდონიუმი გულის დაავადების სამკურნალო პრეპარატია, რომელიც აკრძალულ პრეპარატთა სიას 2016 წლის 1 იანვრიდან დაემატა.

მარია შარაპოვა კორტზე 2017 წლის 26 აპრილიდან დაბრუნდება.

მარია შარაპოვას პრესკონფერენცია, როდესაც მან ტესტირების შედეგები გააცნო საზოგადოებას და თქვა, რომ ტესტირებამ დადებითი პასუხი აჩვენა აკრძალულ პრეპარატზ მელდონიუმზე. © EPA/MIKE NELSON 26.01.2016
მარია შარაპოვას პრესკონფერენცია, როდესაც მან ტესტირების შედეგები გააცნო საზოგადოებას და თქვა, რომ ტესტირებამ დადებითი პასუხი აჩვენა აკრძალულ პრეპარატზ მელდონიუმზე. © EPA/MIKE NELSON 26.01.2016

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *