ახალი ამბებიეკონომიკა

თანაინსვესტირების ფონდმა 8 პროექტი ტურიზმის განვითარების თავისსავე ფონდს გადასცა

4 ოქტომბერი, 2016 • 4651
თანაინსვესტირების ფონდმა 8 პროექტი ტურიზმის განვითარების თავისსავე ფონდს გადასცა

საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა, საკუთარი ინიციატივით შვილობილი ფონდი “საქართველოს ტურიზმის განავითარების ფონდი” შექმნა. ტურიზმის განვითარების ფონდმა თბილისში, გურიაში, აჭარასა და სამეგრელოში 680 მილიონი დოლარის ღირებულების 8 მასშტაბური პროექტი უნდა განახორციელოს.

პროექტები თანაინვესტირების ფონდმა წამოიწყო და ახალშექმნილ ფონდს გადააბარა, რადგან მათი განცხადებით, პროექტების სიმრავლე მოითხოვდა მიზნობრივი ფონდის ცალკე არსებობას. ტურიზმის განვითარების ფონდის ხელმძღვანელად თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე დაინიშნა.

ფონდი შემდეგ პროექტებს განახორციელებს:

  • სასტუმრო თავისუფლების მოედანზე 7*
    ჯამური ინვესტიცია – 100$ მლნ.
    დასრულება: 2018 წ.
  • სასტუმრო სოლოლაკი 5*
    ჯამური ინვესტიცია: 200$ მლნ.
    დასრულება: 2018 წ.
  • თაბორის რეკრეაცია და 5*-იანი სასტუმრო
    ჯამური ინვესტიცია: 60$ მლნ.
    დასრულება: 2018 წ.

თაბორზე, ოქროყანაში, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებული 30 ჰექტრამდე ფართობის მიწის ნაკვეთი თანაინვესტირების ფონდის შვილობილმა კომპანიამ, “თაბორი რიზორთსმა” მაისში შეიძინა. როგორც ქარსელაძე ამბობს, ამ ტერიტორიაზე რეკრიაციული ზონა მოეწყობა, გაშენდება ტყე-პარკი, შეიქმნება ხელოვნური ტბა, ველობილიკები და გოლფის მოედნები.

თავისუფლების მოედანს, სოლოლაკის ქედსა და თაბორის მთას ერთმანეთთან საბაგირო გზა დააკავშირებს.

სასტუმრო სოლოლაკი

სასტუმრო სოლოლაკი

  • ორი 5*-იანი სასტუმრო ერეკლე მეორეს მოედანზე.
    ჯამური ინვესტიცია: 70$ მლნ.
    დასრულება: 2018-2019
  • სასტუმრო განმუხური 5*
    ჯამური ინვესტიცია: 60$ მლნ.
    დასრულება: 2018 წ.
  • მწავნე კონცხის სამკურნალო-გამაჯანსაღებელი და სპა კომპლექსი 5*
    ჯამური ინვესტიცია: 110$ მლნ.
    დასრულება: 2019
  • შეკვეთილის სასტუმრო კომპლექსი 5*
    ჯამური ინვესტიცია: 80$ მლნ.
    დასრულება: 2017 წ.
სასტუმრო თავისუფლების მოედანზე

სასტუმრო თავისუფლების მოედანზე

ეს ის რვა პროექტია, რომელთა ინიციატორი და ინვესტორი ბიძინა ივანიშვილია. ივანიშვილმა მაისში განაცხადა, რომ ის მზად იყო პროექტები განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მხოლოდ დანახარჯების ანაზღაურების, ყოველგვარი მოგებისა და კომერციული ინტერესის გარეშე, დაინტერესებულ ინვესტორებს გადაეცა იმ შემთხვევაში, თუ ეს პირები დადგენილი პირობების ფარგლებში პროექტების წარმატებულ განხორცილებას შეძლებდნენ.

ფონდის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართა და მას საქართველოს პრემირ-მინისტრი, მთავრობის სხვა წარმოამდგენლები და ფონდის პარტნიორები დაესწრნენ.

პრეზენტაციაზე ასევე წარადგინეს სასტუმროების მართვის კომპანიის გეგმები. როგორც კომპანიის ხელმძღვანელები ამბობენ, კომპანია აქტიურად ითანამშრომლებს ფონდთან და სასტუმროების მართვაში სრულ კონსულტაციას გაუწევს.

კვირიკაშვილმა დადებითად შეაფასა წამოწყება და განაცხადა, რომ სასტუმროების მართვის კომპანიას მნიშვნელოვანი ფუნქცია ეკისრება რეგიონალური ტრენინგ-ცენტრების შექმნის კუთხით. პრემიერის თქმით, კომპანია გადაამზადებს ადგილობრივ მოსახლეობას, აამაღლებს მათი კვალიფიკაციის დონეს, განავითარებს მომსახურების ინდუსტრიას რეგიონებში. პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ტურიზმის განვითარების ფონდის მიმართულებები სრულად შეესაბამება მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის სივრცითი მოწყობის გეგმას.

თანაინვესტირების ფონდი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის თანამონაწილეობით შეიქმნა 2013 წლის სექტემბერში. მისი კაპიტალი შეადგენს 6 მილიარდ აშშ დოლარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი