ახალი ამბები

პროექტები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი დაინტერესებულ ინვესტორებს მიჰყიდის

6 მაისი, 2016 • 9843
პროექტები, რომლებსაც ბიძინა ივანიშვილი დაინტერესებულ ინვესტორებს მიჰყიდის

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის რვა მასშტაბური პროექტი, რომელთა ინიციატორი და ინვესტორი ბიძინა ივანიშვილია, მზადაა პროექტების განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მხოლოდ დანახარჯების ანაზღაურების, ყოველგვარი მოგებისა და კომერციული ინტერესის გარეშე, დაინტერესებულ ინვესტორებს გადასცეს იმ შემთხვევაში, თუ ეს პირები დადგენილი პირობების ფარგლებში პროექტების წარმატებულ განხორცილებას შეძლებენ.

ეს პროექტებია:

სასტუმრო შეკვეთილში

სასტუმრო შეკვეთილში

სასტუმრო შეკვეთილი (ინვესტიციის მოცულობა 75 მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2016 წელს);

სასტუმროს პროექტის ერეკლე II-ს მოედნის N3-ში

სასტუმროს პროექტის ერეკლე II-ს მოედნის N3-ში

პირველი სასტუმრო ერეკლე II-ის მოედანზე (ინვესტიციის მოცულობა 9 მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2017 წელს);

სასტუმრო ერეკლე მეორე მოედანზე

სასტუმრო ერეკლე მეორე მოედანზე

მეორე სასტუმრო ერეკლე მეორეს მოედანზე (ინვესტიციის მოცულობა $40 მლნ, პროექტი დასრულდება 2019 წელს);

თავისუფლების მოედანზე სასტუმროს პროექტი

თავისუფლების მოედანზე სასტუმროს პროექტი

სასტუმრო თავისუფლების მოედანი (ინვესტიციის მოცულობა 90 მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2018 წელს);
თაბორის პროექტი (ინვესტიციის მოცულობა 40 მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2018 წელს);

სასტუმროს პროექტი განმუხურში

სასტუმროს პროექტი განმუხურში

სასტუმრო განმუხური (ინვესტიციის მოცულობა 40 მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2018 წელს);

სასტუმრო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი მაგნოლია

სასტუმრო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი მაგნოლია

სამკურნალო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი მაგნოლია (ინვესტიციის მოცულობა 80 მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2019 წელს);

სასტუმროს პროექტი სოლოლაკში

სასტუმროს პროექტი სოლოლაკში

სასტუმრო სოლოლაკი (ინვესტიციის მოცულობა 200 მლნ აშშ დოლარი, პროექტი დასრულდება 2019 წელს).

ამის თაობაზე დღეს ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე.

“თაბორის პროექტთან დაკავშრებით, ისეთი ინვესტორის გამოჩენის შემთხვევაში, რომელიც შეძლებს სავალდებულო პირობების ფარგლებში გაცხადებული ან უკეთესი იდეის განვითარებას, თანაინვესტირების ფონდი მზად არის, იმავე პირობებით დაუთმოს მიმდინარე კვირაში საჯარო აუქციონით შეძენილი 29 ჰა მიწის ნაკვეთი. ამასთან, მას საჩუქრად გადაეცემა მომიჯნავე ტერიტორიაზე განლაგებული კომპანია ფინსერვისის კუთვნილებაში არსებული 10 ჰა ნაკვეთი, რომელიც თავის დროზეც ინვესტორის მოთხოვნით მშენებლობის უფლების გარეშე იყო შეძენილი მწვანე საფარის დაცვის მიზნით და სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდასაჭერად.

ბიძინა ივანიშვილი ასევე მზად არის, განმუხურში, საჯარო, პირობიანი აუქციონით 2,266,500 ლარად შესყიდული 3 ჰა მიწის ნაკვეთი და ორმილიონ დოლარად შეფასებული სრული არქიტექტურული პროექტი საჩუქრად გადასცეს იმ ინვესტორს, ვინც აიღებს არსებული პროექტის განხორციელების ვალდებულებას”, – განაცხადა ქარსელაძემ.

ქარსელაძის თქმით, წარმოდგენილი, პოტენციური ინვესტორებისთვის შეთავაზებული რვა (8) პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 574 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, აქედან, დღეის მდგომარეობით, პროექტებში უკვე ინვესტირებულია 216 მლნ ლარი.

საქართველოს თანაინვესტირების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ირაკლი ქარსელაძე ფონდის “უპრეცედენტო ინიციატივაზე” და 8 მასშტაბური პროექტის ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების შესახებ საუბრობს.

რადისონ ბლუ ივერია, თბილისი

#პანორამა #შეკვეთილი #განმუხური

Posted by netgazeti.ge on Friday, May 6, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი