ახალი ამბები

პრეზიდენტი: რომის პაპის ვიზიტი ილია მეორის თანადგომითა და შეწევნით მოხერხდა

30 სექტემბერი, 2016 • 1235
პრეზიდენტი: რომის პაპის ვიზიტი ილია მეორის თანადგომითა და შეწევნით მოხერხდა

“მადლობას ვუხდი მის უწმინდესობას, რომის პაპ ფრანციესკეს, საქართველოში ჩამობრძანებისთვის. აქევ მინდა ვისაგრბლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს. სწორედ მისი თანადგომითა და შეწევნით მოხერხდა ჩვენი ქვეყნისთვის ამ უმნიშვნელოვანესი ვიზიტის განხორციელება”, – ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რომის პაპ ფრანცისკესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

“საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურს, რაც ჩვენს განსაკუთრებულ ურთიერთობებზე მიუთითებს. დამოუკიდებლობის აღდგენდან დღემდე ჩვენ მუდმივად ვგრძნობთ ვატიკანის მტკიცე მხარდაჭერას. ჩვენ გვახსოვს ეს თანადგომა როგორც მშვიდობის, ასევე განსაცდელის პირობებში, მათ შორის 2008 წელს, რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს. თქვენო უწმინდესობავ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ამ თანადგომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი