საქართველოში რომის პაპის ორდღიანი ვიზიტი დასრულდა – პაპის ოფიციალური გაცილების ცერემონია თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაიმართა.
რომის პაპი ფრანცისკე თბილისიდან აზერბაიჯანში გაემგზავრა.
რომის პაპი კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ და საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გააცილეს.
რომის პაპი საქართველოს 30 სექტემბერს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, პრემიერ-მინისტრს, საქართველოში კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენლებს და მრევლს შეხვდა, ასევე, აღავლინა წირვა თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე.
ვიზიტის დასასრულს რომის პაპმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქთან და თანმხლებ პირებთან ერთად მცხეთაში სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი მონახულა და ტაძარში მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა.

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოდან 2 ოქტომბერს დილით გაემგზავრა. იგი პატრიარქმა, პრეზიდენტმა და მთავრობის წევრებმა გააცილეს. ფოტო: პრეზიდენტის ადმინისტრაცია 02.10.2016