თამაზ მეჭიაური თიანეთში მაჟორიტარობისათვის ბრძოლას წყვეტს და საკუთარ კანდიდატურას ხსნის. ამის შესახებ პარლამენტის წევრი ფეისბუკზე წერს:
“მე მოვხსენი ჩემი კანდიდატურა მაჟორიტარულ ოლქში და საარჩევნო კამპანიას ვაგრძელებ მხოლოდ პარტიული სიით, ასევე, მხარდაჭერას ვუცხადებ ჩვენი პარტიის მოქმედ მაჟორიტარობის კანდიდატებს.
ამასთან, მიუხედავად საგარეო კურსთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვებისა, ჩვენი პარტია თანადგომას უცხადებს ბიძინა ივანიშვილს და მის გუნდს და მზადაა დადგეს მის გვერდით ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში, მათ შორის დესტაბილიზაციის მცდელობისას”, – აცხადებს მეჭიაური.