ახალი ამბები

საარჩევნო კამპანია უფულოდ – დამოუკიდებელი კანდიდატების ნაწილს 3 კვირაში არაფერი დაუხარჯავს

28 სექტემბერი, 2016 • 2308
საარჩევნო კამპანია უფულოდ – დამოუკიდებელი კანდიდატების ნაწილს 3 კვირაში არაფერი დაუხარჯავს

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა 3 კვირის განმავლობაში (31 აგვისტო – 20 სექტემბერი) პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების ფინანსური დეკლარაციები, საიდანაც ირკვევა, რომ მათ ნაწილს საარჩევნო კამპანიისათვის ერთი თეთრიც არ დაუხარჯავს.

კერძოდ, აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი მონაცემების თანახმად, ამ სამ კვირაში 42 დამოუკიდებელი კანდიდატიდან თერთმეტს  წინასარჩევნო კამპანიისთვის არც ერთი ლარი არ დაუხარჯავს.

“საარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად თანხები არ გამიხარჯავს” – წერს სახელმწიფო აუდიტს მიმოზა ცხონდია, ზუგდიდის 65-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი.

 

momoza cxondia

არც შემოწირულობები და არც ხარჯები არ აქვს დაფიქსირებული გიორგი გახოკიას, სენაკის 63-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატს. გიორგი გახოკია საქართველოს თავისუფალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეა. გახოკიას თქმით, პარტიამ ვერ შეაგროვა საკმარისი ხელმოწერა და რეგისტრაცია ვერ გაიარა, ამიტომაც დამოუკიდელად იყრის კენჭს.

არ აქვს ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ ინფორმაცია წარდგენილი გიორგი რურუას, რომელიც მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატია დიდუბის მე-15 ოლქში. საჯარო რეესტრის ინფორმაციით რურუა შპს სამართლისა და ბიზნესის საკონსულტაციო კომპანიის გენერალური დირქტორია და წილის 51%-ს ფლობს.

rurua

ოზურგეთის 59-ე საარჩევნო ოლქის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი გოჩა ძმისტარიშვილი აუდიტის სამსახურისთვის გაგზავნილ განცხადებაში წერს, რომ საბანკო ანაგარიშზე არავითარი ოპერაცია არ განუხორციელებია, ამიტომაც არ აქვს ვალდებულება, წარუდგინოს დეკლარაციები სახელმწიფო აუდიტს.

ასევე არც ერთი ლარი არ დაუხარჯავს არც ხობის 64-ე ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატს ვილენ სერგიას. ვილენ სერგია პროფესიით ადვოკატი და საქართევლოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია.

შემოწირულობებისა და ხარჯების შესახებ ინფორმაცია ასევე არ დაუფიქსირებია ბათუმის 70-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატს, ზაურ გოგიტიძეს. ზაურ გოგიტიძე პროფესიით ისტორიკოსია, აქვს ინჟინერ-ტექნოლოგის სპეციალობაც.

zaur gogitiZe

 

არც შემოსავალი და არც ხარჯი არ ჰქონია საგარეჯოს 23-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატს კაზანფარ მამედოვს. კაზანფარ მამედოვი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია.

kazanar mamedovi

ფოთის 61-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატს, ლაშა შამათავას ასევე არ ჰქონია საანგარიშო პერიოდში დაფიქსირებული შემოსავლები და ხარჯები.

laSa Samatava

“ჩემს საარჩევო ფონდში არანაირ ბრუნვას ადგილი არ ჰქონია!” – აცხადებს მირიან მირიანაშვილი. რომელიც წერს, რომ ვაკის 2-ე საარჩევნო ოლქში იყრიდა კენჭს. მოხსნა თუ არა კანდიატურა – ნეტგაზეთმა ვერ გაარკვია, ვინაიდან მან სატელეფონო ზარს არ უპასუხა, ხოლო ცესკოს ვებ-გვერდზე გამოყვეყნებულ სიაში კვლავ კანდიდატად ფიქსირდება.

mirian mirianashvili

მსგავსი შინაარსის განცხადება გაუგზავნა სახელმწიფო აუდიტს ვაკის 2-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა ჰამლეტ გეგიამ. ჰამლეტ გეგია 2012 წლიდან საქართველოს ჟურნალისტთა შემოქმედებითი კავშირის თანათავმჯდომარეა.

hamlet gegia

 

ასევე არ მიუღია არც შემოწირულობა და არც ხარჯები ჰქონია საბურთალის 4-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატს, კობა კობახიძეს.

koba kobaxidze

 

ასევე, ბათუმის 69-ე მაჟორიტარული ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატი არჩილ ფარტენაძე აუდიტის სამსახურისთვის გაგზავნილ წერილში წერს, რომ მის საბანკო ანარიშზე ფინანსური ოპერაციები არ ჩატარებულა, თუმცა, “ნაღდ ანგარიშზე” შეიძინა 255 ლარის ღირებულების 1500 ცალი სააგიტაციო ფურცელი.

archil fartenadze

ასევე ნაღდი ანგარიშსწორებით აქვს გადახდილი ბეჭდური რეკლამის საფასური (1750 ლარი) ლაგოდეხის 26-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატს ალექსანდრე ვარდოსანიძეს.

თუ ვინ მიიღო მაჟორიტარობის დამოუკიდებელ კანდიდატებს შორის ყველაზე დიდი დაფინანსება და ჰქონდა მაღალი ხარჯები ამ სამი კვირის განმავლობაში (2016 წლის 31 აგვისტო – 20 სექტემბერი), შეგიძლიათ ნახოთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი