ახალი ამბები

ირაკლი რუხაძე: მალე ლიბერთი ბანკის მფლობელი ვიქნები

24 სექტემბერი, 2016 • 4446
ირაკლი რუხაძე: მალე ლიბერთი ბანკის მფლობელი  ვიქნები

”ჰანიველ პარტნერსის” მმართველი პარტნიორის, ირაკლი რუხაძის განცხადებით, მალე ის და მისი პარტნიორები „ლიბერთი ბანკის“ აქციების საკონტროლო პაკეტს შეისყიდიან. მისი თქმით, ამას დაახლოებით თვენახევარი დასჭირდება.

“მოლაპარაკებები მიდის, ჩვენ ხელშეკრულება გაფორმებული გვაქვს იმ ჯგუფთან, რომელმაც უნდა მოგვყიდოს ლიბერთი ბანკი, თვითონ ამ ჯგუფს უჩივლეს ლონდონში, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ძალიან სწრაფად დასრულდება პროცესი. თანხის ნაწილი ჩვენ გადახდილიც გავქვს და ამიტომ ამ გარიგებას დავამთავრებთ. მე იმედი მაქვს, რომ თვენახევარში დასრულდება პროცესი. ლიბერთი ბანკის მფლობელი ვიქნები მე და ჩემი პარტნიორები. კერძოდ, “ჰანიველ პარტნერსი“, რომელიც ჩემი კომპანიაა, მე ვარ იქ ძირითადი მფლობელი, მაგრამ მყავს სხვა პარტნიორებიც”, – განუცხადა ირაკლი რუხაძემ “ბიზნესკონტაქტს.”

ამჟამად ლიბერთი ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტი, 73,02% “ლიებრთი ჰოლდინგ ჯორჯიას” ეკუთვნის. 4,79% კი სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ლადო გურგენიძის საკუთრებაშია.   ამასთან, აქციათა 24.57%-ის ბენეფიციარი მესაკუთრეა დენის კოროტკოვ-კოგონოვიჩი. იმავე წილს ფლობს მალიკ იშმურატოვი, ხოლო 9.04%-ის ბენეფიციარი მესაკუთრე ალექსეი იუსფინია.

ირაკლი რუხაძე ტელეკომპანია “იმედის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე და ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის მრჩეველია.

მასალების გადაბეჭდვის წესი