თარგამაძე: ჩვენ ორმაგ სტანდარტებს ვერ ვეგუებით

“ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი გიორგი თარგამაძე საკონსტიტუციო ცვლილებებსა და 2010 წელს პარტია “თავისუფალი დემოკრატების” ინიციატივას შორის მსგავსებას ხედავს და აღნიშნავს, რომ როდესაც ძირითად მიზეზად ამ უფლების გამოუყენებლობის სახელდება ის, რომ ეს არის ერთ კაცზე მორგებული, მსგავსი ერთ კაცზე კონსტიტუციის მორგების ინიციატივით 2010 წელს “თავისუფალი დემოკრატებიც” გამოვიდნენ.

გიორგი თარგამაძე
გიორგი თარგამაძე

“მე მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ როდესაც ძირითად მიზეზად ამ უფლების გამოუყენებლობისა მოიხსენიება თითქოს ის, რომ ეს არის ერთ კაცზე მორგებული, ამაში გასაკვირი არაფერია და მეტიც. თავად ივანიშვილის დღევანდელი გარემოცვის პოლიტიკური პარტიები, კონკრეტულად, “თავისუფალი დემოკრატები” 2010 წლის საკონსტიტუციო პროცესის განმავლობაში, საკონსტიტუციო კომისიაში შემოვიდნენ იდეით, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილიყო, რომ მომავალი პრემიერ–მინისტრი ვერ გახდება მიხეილ სააკაშვილი. ის არ იყო ერთ კაცზე მორგებული საკონსტიტუციო ცვლილება? ის არ იქნებოდა კონკრეტული პოლიტიკური პრობლემებიდან და სიტუაციიდან მიღებული გადაწყვეტილება? ანუ ჩვენ ორმაგ სტანდარტებს, ასეთ მიდგომებსა და მორალური ფორმით აპელირებას ვერ ვეგუებით”, – აღნიშნა გიორგი თარგამაძემ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge