ახალი ამბები

მორწმუნეების ჯგუფმა რომის პაპის ვიზიტის წინააღმდეგ “ლოცვითი დგომის აქცია” გამართა [ფოტო/ვიდეო]

21 სექტემბერი, 2016 •
მორწმუნეების ჯგუფმა რომის პაპის ვიზიტის წინააღმდეგ “ლოცვითი დგომის აქცია” გამართა [ფოტო/ვიდეო]

დღეს, 21 სექტემბერს, თბილისში, ვატიკანის საელჩოს წინ მორწმუნეთა ჯგუფმა რომის პაპის საქართველოში სტუმრობის წინააღმდეგ “ლოცვითი დგომის აქცია” მოაწყვეს.

აქციის მონაწილე ავთანდილ უნგიაძე აცხადებს, რომ რომის პაპის ვიზიტი საქართველოს მართლმადიდებლებისთვის საფრთხეს შეიცავს. მან ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ რომის პაპი ანათემას არის გადაცემული. მისი თქმით, იგი ასევე უფრთხილდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის რეპუტაციას, რადგან დაგეგმილია პაპის ვიზიტი სვეტიცხოვლის ეკლესიაში.

ავთანდილ უნგიაძე საშიშროებად მიიჩნევს წირვის ჩატარებასაც იმ მიზეზით, რომ ის პროზელიტიზმის ნიშნებს შეიცავს, რადგან შესაძლოა იქ მართლმადიდებლებიც მივიდნენ.

კითხვას, ამ აქციის ადრესატი საპატრიარქოც თუ არის, ავთანდილ უნგიაძემ უპასუხა, რომ ამ აქციის ადრესატია ყველა, მთელი საზოგადეობა.

აქციაზე, სადაც სასულიერო პირები ლოცვას აღავლენდნენ, მიტანილი ჰქონდათ ტრანსპარანტები სიძულვილის ენის შემცველი წარწერებით: “ვატიკანი სულიერი აგრესორია”, “Pope Arch-heretic you are not welcome in Georgia”, “შორს საქართველოდან ანტიქრისტე”.

“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, სადაც განგვიცხადეს, რომ ამ აქციას საპატრიარქოსთან შეხება არ აქვს და მათთან შეთანხმებული ან ორგანიზებული არ ყოფილა და ამ ჯგუფმა დამოუკიდებლად ჩაატარა აქცია. რაც შეეხება რომის პაპის ვიზიტს, საპატრიარქოში აცხადებენ, რომ არც რომის პაპის ვიზიტთან აქვთ საწიააღმდეგო, არამედ ამ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია რომის პაპისა და კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის შეხვედრა.

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევა და მისი სტუმრობა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სტუმრობის განმავლობაში პაპს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი,. პაპი ფრანცისკე პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ქვეყნის ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და დიპლომატიურ კორპუსს შეხვდება.

ვიზიტის პირველ დღეს პაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ, ილია მეორესთანაც გამართავს შეხვედრას, რომლის შემდეგაც რელიგიური პირები სპეციალურ სიტყვას წარმოთქვამენ.

ვიზიტის მეორე დღეს, 1 ოქტომბერს, 10 საათზე რომის პაპი მ. მესხის სახელობის სტადიონზე წმინდა წირვას აღავლენს. ქადაგებაზე დასწრება მოსაწვევის მქონე ყველა მსურველს შეეძლება. მოსაწვევების მიღება პაპის წირვაზე დასასწრებად კათოლიკურ ეკლესიაშია შესაძლებელი. ვიზიტის ფარგლებში რომის პაპი ფრანცისკე მცხეთის სვეტიცხოვლის ტაძარსაც მოინახულებს, 2 ოქტომბერს კი ბაქოში გაემგზავრება.

ლოცვითი დგომის აქცია ვატიკანის საელჩოსთან. 21.09.2016 ნეტგაზეთი/ მიშა მეფარიშვილი ლოცვითი დგომის აქცია ვატიკანის საელჩოსთან. 21.09.2016 ნეტგაზეთი/ მიშა მეფარიშვილი ლოცვითი დგომის აქცია ვატიკანის საელჩოსთან. 21.09.2016 ნეტგაზეთი/ მიშა მეფარიშვილი ლოცვითი დგომის აქცია ვატიკანის საელჩოსთან. 21.09.2016 ნეტგაზეთი/ მიშა მეფარიშვილი ლოცვითი დგომის აქცია ვატიკანის საელჩოსთან. 21.09.2016 ნეტგაზეთი/ მიშა მეფარიშვილი ლოცვითი დგომის აქცია ვატიკანის საელჩოსთან. 21.09.2016 ნეტგაზეთი/ მიშა მეფარიშვილი ლოცვითი დგომის აქცია ვატიკანის საელჩოსთან. 21.09.2016 ნეტგაზეთი/ მიშა მეფარიშვილი ლოცვითი დგომის აქცია ვატიკანის საელჩოსთან. 21.09.2016 ნეტგაზეთი/ მიშა მეფარიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი