“ქართული ოცნების” აქციას ბურჯანაძის პარტია და ძმები გაჩეჩილაძეები შეუერთდნენ
“ქართული ოცნების” აქციას ნინო ბურჯანაძის პარტია “დემოკრატიული მოძრაობაც” უერთდება, – ავრცელებს ინფორმაციას “თეთრების” პრესსამსახური.
ჯერჯეჯრობით უცნობია, მივა თუ არა აქციაზე თავად ნინო ბურჯანაძე.
ლევან გაჩეჩლაძე კი უკვე შეუერთდა ქართული ოცნების აქციის მონაწილეების კოლონას, რომელიც ვაკის პარკიდან თავისუფლების მოედნისკენ მიემართება
“ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ უკვე გააკეთა კომენტარი ამ საკითხზე. მისი თქმით, ეს არის სოლიდარობის აქცია და მართალია ის “ქართულმა ოცნებამ” დაგეგმა, ” თუმცა ამ აქციის მსვლელობაში შემოერთება ყველას შეუძლია. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით მსგავს შემოერთებებს და ყველას მოვუწოდებთ ამ მსვლელობაში მიიღონ მონაწილეობა”.