ახალი ამბები

ქართული ოცნების აქცია თავისუფლების მოედანზე

27 მაისი, 2012 •
ქართული ოცნების აქცია თავისუფლების მოედანზე




14.40 

ვაკის პარკიდან და დინამოს სტადიონიდან მომავალი მომიტინგეები ერთმანეთს შეუერთდნენ ფილარმონიასთან და მიემართებიან თავისუფლების მოედნისკენ.

მომიტინგეებს გადაჭედილი აქვთ რუსთაველის გამზირი. საავტომობილო მოძრაობა შეწყდა რუსთაველის გამზირზე. 

14.00

აქციის მონაწილეებმა 13.00 საათზე დაიწყეს შეკრება თბილისში– ვაკის პარკთან, დინამოს სტადიონთან და ავლაბრის მეტროსთან. აქციის მონაწილეებს დაურიგეს “ქართული ოცნების” მაისურები და ჟილეტები, ასევე ბუკლეტები, რომელშიც აქციის მონაწილეებმა თავიანთი ოცნებები უნდა ჩაწერონ.

დაახლოებით 14.00 საათზე მომიტინგეების კოლონები სამივე შეკრების ადგილიდან დაიძრნენ თავისუფლების მოედნისკენ. მსვლელობის გამო გადაიკეტა საავტომობილო გზები.

ნეტგაზეთის რეპორტიორების ცნობით, მომიტინგეებთან არ არიან პოლიციელები.

სამივე მიმართულებიდან აქციის მონაწილეებს “ქართული ოცნების” ლიდერები მიუძღვიან.

ქართული ოცნების აქცია
ქართული ოცნების აქცია

მასალების გადაბეჭდვის წესი