ახალი ამბებიხელოვნება

Emmy 2016: “სამეფო კარის თამაშების” 12 ჯილდო და ახალი რეკორდი

19 სექტემბერი, 2016 •
Emmy 2016: “სამეფო კარის თამაშების” 12 ჯილდო და ახალი რეკორდი

23-დან 12 ემის ჯილდო – წელს ყველაზე მეტი პრიზის მიღება HBO-ს სატელევიზიო შოუმ, “სამეფო კარის თამაშებმა” შეძლო. ამ დრომდე მიღებული 38 ემით აღნიშნული სერიალი ყველა დროის საუკეთესო სატელევიზიო დრამად იქცა. ამერიკული ტელევიზიის ყველაზე პოპულარული დაჯილდოების ცერემონია 18 სექტემბერს გაიმართა.

გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

საუკეთესო დრამა/სერიალი: სამეფო კარის თამაშები

საუკეთესო კომედია/სერიალი: ვიცეპრეზიდენტი

საუკეთესო რამდენიმე ეპიზოდიანი სერიალი ხალხი ო.ჯ სიმპსონის წინააღმდეგ

საუკეთესო მამაკაცი მსახიობი (დრამა): რამი მალეკი (მისტერ რობოტი; Mr. Robot)

საუკეთესო ქალი მსახიობი (დრამა): ტატიანა მასლანი (ობოლი შავი; Orphan Black)

საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მეორეხარისხოვანი როლისათვის (დრამა): ბენ მენდელსონი (მოდგმის საიდუმლო; Bloodline)

საუკეთესო ქალი მსახიობი მეორეხარისხოვანი როლისათვის (დრამა): მეგი სმიტი (დაუნტონის სააბატო; Downton Abbey)

საუკეთესო სატელევიზიო ფილმი: შერლოკი: საშინელი საცოლე (Sherlock: The Abominable Bride)

საუკეთესო სატელევიზიო ტოკ-შოუ: გასული კვირა ჯონ ოლივერთან ერთად (Last Week Tonight With John Oliver)

ჯულია ლუი-დრეიფუსი კომედიურ სერიალში შესრულებული როლისათვის საუკეთესო ქალ მსახიობად დასახელდა. ფოტო: EPA/MIKE NELSON

ჯულია ლუი-დრეიფუსი კომედიურ სერიალში შესრულებული როლისათვის საუკეთესო ქალ მსახიობად დასახელდა. ფოტო: EPA/MIKE NELSON

"კი და პილი" 2016 წლის საუკეთესო სკეტჩების სერიად აღიარეს. ფოტო: EPA/MIKE NELSON

“კი და პილი” 2016 წლის საუკეთესო სკეტჩების სერიად აღიარეს. ფოტო: EPA/MIKE NELSON

"ო.ჯ. სიმპსონში" შესრულებული როლისათვის სარა პოულსონი დააჯილდოეს. ფოტო: EPA/MIKE NELSON

“ო.ჯ. სიმპსონში” შესრულებული როლისათვის სარა პოულსონი დააჯილდოეს. ფოტო: EPA/MIKE NELSON

epa05547135 Louie Anderson, winner of the Outstanding Supporting Actor Award for 'Baskets', poses in the press room during the 68th annual Primetime მსახიობმა ლუი ანდერსონმა ემი კომედიაში შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისათვის დაიმსახურა. ფოტო: EPA/MIKE NELSON

მსახიობმა ლუი ანდერსონმა ემი კომედიაში შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისათვის დაიმსახურა. ფოტო: EPA/MIKE NELSON

მასალების გადაბეჭდვის წესი