„ახალი მზიურის“ პროექტის განხორციელებიდან ერთი წლის იუბილის აღსანიშნავად, „მზიურის პარკში“ პროექტის გულშემატკივრები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. „მზიურის პარკი“ ერთი დღის განმავლობაში ყველა ასაკის სტუმრისთვის გართობის, მხიარულებისა და თაგადასავლების ადგილად იქცა.
სპეციალურად ამ დღისთვის, თიბისი ბანკმა პროექტის #წერექართულად ფარგლებში განახლებული ამფითეატრის სცენაზე ბავშვებისთვის სხვადასხვა გასართობი აქტივობა მოაწყო.
„მზიურის პარკის“ განახლების იდეა ზუსტად ერთი წლის წინ გაჩნდა, რომელიცპარკის ტერიტორიაზე უფუნქციოდ დარჩენილ შენობაში სოციალური კაფისგახსნასა და ამფითეატრის განახლებას გულისხმობდა. ფოტოგრაფმა ანა გოგუაძემ იდეის განხორციელება მხარდამჭერებთან ერთად დაიწყო, რომელთა შორის პირველი სწორედ თიბისი ბანკი და მისი 5 000-ვე თანამშრომელი იყო. თიბისიბანკმა თანამშრომლები ქველმოქმედებაში ჩართო და საკუთარ იუბილეზე „ახალი მზიურის“ ფონდში 50 000 ლარი გადარიცხა.
„მზიურის” გამოცოცხლების იდეა, რომელიც „მზიურის პარკის“ ფუნქციურად დატვირთვას ისახავდა მიზნად, უკვე რეალობად იქცა და დღეს ამფითეატრის სცენა, ისევე როგორც სოციალური კაფე უსასყიდლოდ ეთმობა ლიტერატურულ საღამოებს, წარმოდგენებსა და სხვა საინტერესო ღონისძიებებს. გარდა ამისა, პარკის ტერიტორიაზე მოეწყო საბავშო მოედნებიც, რის შედეგადაც „მზიურის პარკი“ ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის გართობისა და დასვენებისთვის საყვარელ ადგილად იქცა.
„მზიურის პარკის“ განახლების პროცესი ამით არ დასრულებულა. „ახალი მზიურის“ იდეის ავტორები და მხარდამჭერები უახლოეს მომავალში კიდევ არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას გეგმავენ.