ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ ბაქოში კიდევ ერთი მიტინგი გაიმართა

19 სექტემბერი, 2016 • 1664
საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ ბაქოში კიდევ ერთი მიტინგი გაიმართა

აზერბაიჯანში საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ 2016 წლის 18 სექტემბერს კიდევ ერთი საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა დაახლოებით 3 ათასმა კაცმა მიიღო.

აქციის მონაწილეებს ხელში ეკავათ პლაკატები წარწერებით, “თავისუფლება პოლიტპატიმრებს”, “გაუმარჯობს რესპუბლიკას”. მიტინგი რეზოლუციის მიღებით დასრულდა. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებისგან 26 სექტემბერს დანიშნული რეფერენდუმის გაუქმება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ფუნდამენტური თავისუფლებების უზრუნველყოფის საკითხში რეფორმები მოითხოვეს. ოპოზიციური პარტია “მუსავატის” ლიდერმა, არიფ გაჯილიმ ქვეყნის მოსახლეობას ბოიკოტისკენ მოუწოდა.

აზერბაიჯანში საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად რეფერენდუმის წინააღმდეგ სანქცირებული აქცია 2016 წლის 11 სექტემბერსაც გაიმართა.

2016 წლის 26 სექტემბერს აზერბაიჯანში საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელების საკითხზე რეფერენდუმი გაიმართება. ერთ-ერთი ცვლილება აზერბაიჯანის პრეზიდენტის 5-დან 7 წლამდე ვადით არჩევას ითვალისწინებს. ცვლილებების შეტანის ინიციატორი თავად აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევია.

აზერბაიჯანში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ უფრო ვრცელ ინფორმაციას აქ იხილავთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი