ახალი ამბები

ივანიშვილი: დღეს “თავისუფალი დემოკრატები” მირჩევნია “რესპუბლიკელებს”

12 სექტემბერი, 2016 • 1758
ივანიშვილი: დღეს “თავისუფალი დემოკრატები” მირჩევნია “რესპუბლიკელებს”

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, დღეს “თავისუფალი დემოკრატები” ურჩევნია “რესპუბლიკურ პარტიას” . ამის შესახებ მან ქუთაისში, რეგიონალურ მედიასთან შეხვედრისას ისაუბრა.

ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, თუ უწინ “ქართული ოცნების” შემდეგ კოალიციის წევრ პარტიებს შორის პირველ ნომრად “რესპუბლიკელებს” ასახელებდა, ამჟამად “თავისუფალ დემოკრატებს” მიიჩნევს ასეთად.  ივანიშვილის აზრით, ამ პარტიებთან არ არსებობს კითხვები  ქვეყნის საგარეო კურსზე”

“ირაკლი ალასანიამ დაუშვა ბევრი შეცდომა და გუნდის სხვა წევრებმა, იმის ნაცვლად, რომ ლიდერის შცდომები გაესწორებინათ და თვითონ არ გაემეორებინათ, მეგობრობას გადაყვნენ. ამ ჯგუფში ლიდერის დომინანტობა შეიმჩნეოდა. კოალიციიდან გასვლის შემდეგ თვალყურს ვადევნებდი პროცესების განვითარებას, ეს ინფორმაცია არ იყო დამალული, გამოდიოდა, გუნდის წევრებიც მაწვდიდნენ ხმას, არ დავმალავ. გუნდის წევრებმა გარდაქმნა მოახერხეს, ალასანიას გუნდი აღარ გადაყვა, დაუდგა და, მგონი, შეცდომები აღარ დააშვებინეს. დღეს დემოკრატები ჩემთვის უფრო ჯანსაღად გამოიყურება [ვიდრე რესპუბლიკური პარტია]”.

ივანიშვილის სიტყვებით “ვიღაცის მეშვეობით რაღაც ხმები მისდიოდა” “თავისუფალ დემოკრატებში” არსებულ მდგომარეობაზე.

რაც შეეხება “რესპუბლიკელებს”, ივანიშვილი აცხადებს, რომ დავით უსუფაშვილს, როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეს, 4 წლის განმავლობაში  არაფერი გაუკეთებია:

“კონსტიტუციაში ბევრი რამ იყო შესაცვლელი. ჩვენ ვერ მოვახერხეთ კონსტიტუციის შეცვლა. ყველა ვთანხმდებოდით, რომ  საჯაროდ არ უნდა მოხდეს პრეზიდენტის არჩევა, რომელსაც ასეთი შეკვეცილი უფლებები აქვს. ჩვენ საპარლამენტო რესპუბლიკა ვართ და პრეზიდენტი არ უნდა აირჩეს. ამაზე ყველა შეთანხმებული ვიყავით. პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა დანიშნოს.  პირველი უსუფაშვილი გადახდა და გაუპრავა პრეზიდენტს სასახლეში გადასვლა. “რესპუბლიკელები” მარგველაშვილს ეთამაშებოდნენ და ამით პარტიის გამაგრება უნდოდათ. “

მასალების გადაბეჭდვის წესი