ახალი ამბები

ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი სმხედრო დაიღუპა

25 აპრილი, 2012 • • 1053
ავღანეთში კიდევ ერთი ქართველი სმხედრო დაიღუპა

ავღანეთის სამხედრო ოპერაციებში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო დაიღუპა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  

1976 წელს დაბადებული სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე 31–ე ბატალიონის შემადგენლობაში, ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა.

ვალერიან ხუჯაძე პატრულირების დროს მოწინააღმდეგის მიერ დადებულ თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქებისგან მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

სერჟანტი ხუჯაძე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2004 წლიდან მსახურობდა. მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაშიც. 2011 წელს ხუჯაძეს მიღებული აქვს მედალი სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სოციალურ პაკეტს მიიღებს.

ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებას უკვე თექვსმეტი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა.

შეგახსენებთ, ავღანეთში მიმიდინარე წლის თებერვალში სამი ქართველი სამხედრო დაიღუპა, კაპრალები: ვალიკო ბერაია, რუსლან მელაძე  და პაატა კაჭარავა.

სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც ასრულებდნენ საბრძოლო ამოცანას, დაიღუპნენ საბრძოლო მანქანის აფეთქების შედეგად თალიბებთან შეტაკებისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი