ახალი ამბები

სახალხო დამცველმა თოფაძის რესტორანში სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა დაიწყო

26 აგვისტო, 2016 • 1443
სახალხო დამცველმა თოფაძის რესტორანში სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველის ოფისი აცხადებს, რომ დაიწყებს შესწავლას იმ გავრცელებული ინფორმაციისა, რომლის მიხედვითაც, გოგი თოფაძის რესტორანში პოლონელ ტურისტებს ევროპელობის გამო არ მოემსახურნენ.

სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთი შუბაშვილმა განაცხადა, რომ  ამ შემთხვევის შესახებ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ გაიგეს. შუბაშვილის თქმით, ისინი ინფორმაციას გიდისგან გაარკვევენ, რომელიც ტურისტებს თან ახლდა. ასევე, თუ შეძლეს, გაესაუბრებიან ტურისტებს. იგი ამბობს, რომ სახახლხო დამცველის ოფისი ინფორმაციას გამოითხოვს თავად რესტორნის ხელმღვანელობისგან.

შუბაშვილის თქმით, თუ ასეთი ფაქტი მოხდა, მაშინ ჩნდება ნიშნები, რომ რესტორანმა დაარღვია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი. თუმცა იმის გამო, რომ სახალხო დამცველს არ აქვს კერძო პირების დაჯარიმების უფლება, რესტორნის მიმართ რეკომენდაციას გასცემს.

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის საინფორმაცია გამოშვება კურიერში გავიდა სიუჟეტი, სადაც საუაბრი იყო იმის შესახებ, რომ სტეფანწმინდაში მდებარე რესტორანში, რომლის მფლობელიც პარლამენტის წევრი გოგი თოფაძეა, პოლონელი ტურისტების 18-წევრიან ჯგუფს არ მოემსახურნენ.

“კურიერს” ექსკურსიამძღოლმა უთხრა, რომ რესტორანში უარი თქვეს, ევროპელებს მომსახურებოდნენ, თუმცა რესტორნის თანამშრომლები და თავად გოგი თოფაძე ამ ფაქტს უარყოფენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი