ახალი ამბები

თოფაძე-მრეწველების ბლოკმა ცესკოს სასამართლო დავა მოუგო

13 სექტემბერი, 2016 • 1924
თოფაძე-მრეწველების ბლოკმა ცესკოს სასამართლო დავა მოუგო

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა “თოფაძე – მრეწველები, ჩვენი სამშობლოს” სარჩელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ბლოკს ცესკომ საარჩევნო რეგისტრაცია უნდა აღუდგინოს.

ბლოკს საარჩევნო რეგისტრაცია ცესკომ ორშაბათს გაუუქმა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გაერთიანება არჩევნებში მონაწილოებას ვეღარ მიიღებდა. როგორც ცესკოს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას მიერ გამოცემულ განკარგულებაშია ნათქვამი, ამ გადაწყვეტილების მიზეზია ის გარემოება, რომ ბლოკმა ცესკოს პარტიული სია კანონით დადგენილ ვადაში არ წარუდგინა.

უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა ცესკო თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით. მრეწველების ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ გვითხრა, რომ პირადად მას აქვს ასეთი მოლოდინი და ზემდგომ ინსტანციაში დავისთვისაც მზადაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი