ახალი ამბები

რა უჯდება სახელმწიფოს რელიგიის საკითხთა სააგენტოს შენახვა – EMC-ის კვლევა

25 აგვისტო, 2016 • 1392
რა უჯდება სახელმწიფოს რელიგიის საკითხთა სააგენტოს შენახვა – EMC-ის კვლევა

ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC) რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თანამშორმლებზე ორი წლის გაცემული ხელფასების, პრემიების, დანამატებისა და მივლინებების შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს.

EMC-ის ცნობით, 2014 წლის ივნისიდან 2016 წლის ივნისის ჩათვლით სააგენტოს 21-მა თანამშრომელმა ხელფასის, პრემიისა და დანამატის სახით 1 131 800 ლარი აიღო.

აქედან, სააგენტოს თანამშრომლების დანამატი 302 030 ლარს შეადგენდა, საიდანაც თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ 19% – 58 700 ლარი მიიღო.

EMC-ის ცნობითვე, ზაზა ვაშაყმაძემ ხელფასის, პრემიის და დანამატის სახით, ჯამში, 137 760 ლარი მიიღო.

რაც შეეხება მივლინებებს, სააგენტოს თანამშრომლების მივლინებებზე 113 779 ლარი დაიხარჯა.

“სააგენტო, რომელიც  პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში იმყოფება და მაღალი პოლიტიკური ლეგიტიმურობა აქვს, ამ დრომდე  მნიშნელოვანი როლი რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული მწვავე გამოწვევების გადაჭრაში არ შეუსრულებია. დაარსებიდან დღემდე  სააგენტოს ძირითად მიღწევად მხოლოდ ოთხი რელიგიური ორგანიზაციის (მუსლიმი, იდეური თემი, კათოლიკე და სომხური სამოციქულო ეკლესია) დაფინანსების სისტემის ამუშავება წარმოადგენს, რომელიც ადგილობრივი სამოქალაქო და რელიგიური ორგანიზაციების მიერ რელიგიური გაერთიანებების კონტროლის და მათი იერარქიზების მცდელობად განიხილება.

კრიტიკის მიუხედავად, სააგენტო საკუთარი პოლიტიკის შეცვლაზე არ ფიქრობს, უფრო მეტიც, როგორც უწყებიდან გამოთხოვილი ინფორმაცია აჩვენებს, სააგენტო საკუთარი თავს  მოცულობითი პრემიებითა და ყოველთვიური დანამატით ახალისებს,”- ვკითხულობთ EMC-ის სტატიაში.

 

final-final-final

 

“რელიგიის სააგენტო, რომელიც მთავრობამ რელიგიურ ორგანიზაციებთან და ამ თემაზე მომუშავე ინსტიტუციებთან  კონსულტაციების გარეშე შექმნა, ხშირად  ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი და საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ორგანიზაციების მხრიდან მკაცრი კრიტიკის ქვეშ ექცევა და  მთავრობის ეს გადაწყვეტილება  „რელიგიის სამინისტროს“ შექმნის მცდელობად შეფასდა, რომელიც რელიგიური ორგანიზაციების კონტროლისა და რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების ცენტრალიზებული მართვისა და პოლიტიზების რისკებს აჩენს. სააგენტოს საქმიანობის მწვავე შეფასებები ბოლო დროს  საქართველოში რელიგიის  თავისუფლების საკითხზე გამოქვეყნებული  ყველა საერთაშორისო   და ადგილობრივი ინსტიტუტის ანგარიშშია ასახული,”- აცხადებს EMC.

მასალების გადაბეჭდვის წესი