ახალი ამბები

გაზსადენის აფეთქების მცდელობის საქმეში ბრალდებულ შვიდივე პირს პატიმრობა შეეფარდა

22 აგვისტო, 2016 • 1358
გაზსადენის აფეთქების მცდელობის საქმეში ბრალდებულ შვიდივე პირს პატიმრობა შეეფარდა

დღეს, 22 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გაზსადენის აფეთქების მცდელობის საქმეში ბრალდებულ შვიდივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო. ასევე დაინიშნა წინასასამართლო სხდომა, რომელიც 10 ოქტომბერს, 15:00 საათზე დაიწყევბა.

ტერორისტული აქტის დაგეგმვაში ბრალდებული ვ. რ. უვადო შიმშილობის დაწყებას გეგმავს – ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ ბრალდებულის ადვოკატმა, ნინო მახარაძემ განაცხადა.

ვ.რ-ს, ისევე, როგორც დანარჩენ ექვს ბრალდებულს, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

“გამოტანილი გადაწყვეტილება იმდენად არაობიექტურია და იმდენად აღშფოთდა ვლადიმერ რუხაძე, მან განმიცხადა, რომ გადაწყვიტა გამოაცხადოს უვადო შიმშილობა მანამ, ვიდრე არ იქნება სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილება მიღებული,” – ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას ადვოკატი ნინო მახარაძე.

მისივე თქმით, მოსამართლის ამ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი