ახალი ამბები

ადვოკატი: გაზსადენის აფეთქების საქმეში ბრალდებული პოლიციელის წინააღმდეგ არაფერი არსებობს

22 აგვისტო, 2016 • 1634
ადვოკატი: გაზსადენის აფეთქების საქმეში ბრალდებული პოლიციელის წინააღმდეგ არაფერი არსებობს

გაზსადენის აფეთქების მცდელობის საქმეში ბრალდებული პოლიციელის, ლ. მ-ს ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე ამბობს, რომ საქმის მასალებში არაფერი არ არის მამფორიას წინააღმდეგ და მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას, ან 2000 ლარი ოდენობით გირაოს შეფარდებას ითხოვს.

ადვოკატის თქმით, ლ. მ. სოციალურ ქსელში აფიქსირებდა საკუთარ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ თუ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტია გაიმარჯვებდა, მაშინ შესაძლოა არჩევნების შემდეგ იგივე მომხდარიყო საქართველოში, რაც უკრაინაში ხდებოდა და სურდა, რომ ამ შემთხვევაში ჰქონოდა ავტომატი.

ადვოკატი ამბობს, რომ ეს მხოლოდ მამფორიას მოსაზრება იყო და მეტი არაფაერი. ადვოკატის მტკიცებით, სოციალური ქსელის დათვალიერების გარდა სხვა მტკიცებულება საქმის მასალებში არ დევს.

ადვოკატის თქმითვე, არაფერი ადასტურებს იმას, რომ მეორე დაკავებულ ბ. ბ-მა ტერორისტული აქტის შესახებ ინფორმაცია გაანდო მამფორიას და მან ამის შესახებ რაიმე იცოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი