ახალი ამბები

გაზსადენის აფეთქებაში ბრალდებული და მისი ადვოკატი სასამართლო სხდომაზე საპირისპიროს აცხადებენ

22 აგვისტო, 2016 • 1155
გაზსადენის აფეთქებაში ბრალდებული და მისი ადვოკატი სასამართლო სხდომაზე საპირისპიროს აცხადებენ

რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის აფეთქების მცდელობაში ბრალდებულების სასამართლო სხდომაზე ერთ-ერთი ბრალდებულისა და მისი ადვოკატის განცხადებები ერთმანეთს არ ემთხვევა.

როდესაც მოსამართლემ ერთ-ერთი ბრალდებულ ჯ. მ-ს ჰკითხა, ხომ არ ჰქონდა ადგილი მის მიმართ უკანონო მოპყრობას, განაცხადა, რომ პოლიცია მას უკანონდ არ მოპყრობია.

თუმცა ამის შემდეგ მისმა ადვოკატმა მალხაზ სალაყაიამ განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს თავზე დაზიანება აღენიშნება და ეს ვიზუალურადაც ეტყობა.

მალხაზ სალაყაიას კვლავ არ დაეთანხმა  ბრალდებული ჯ. მ. რომელიც უკმაყოფილოდ აქნევდა თავს. მოსამართლის განმეორებით შეკითხვაზე ბრალდებულმა უპასუხა: “არა, არა-მეთქი.”

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, ბ. ბ-ს, რომლის ცემის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მასთან დაკავშირებით მოსამართლემ გამოაცხადა, რომ შემოსული იყო წერილი თავად ბრალდებულის ხელმოწერით, რომ ბ.  ბ. უარს აცხადებდა პროცესზე გამოცხადებაზე. მოსამართლეს არ უხსენებია, იყო თუ არა ამ განცხადებაში საუბარი ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ამის შემდეგ ადვოკატმა მაია ჭრელაშვილმა განუმარტა სასამართლოს, რომ ბრალდებულს დაზიანებები აქვს მიღებული.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი