ახალი ამბები

გაზსადენის აფეთქებაში ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს უკანონოდ უსმენდნენ

22 აგვისტო, 2016 • 1321
გაზსადენის აფეთქებაში ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს უკანონოდ უსმენდნენ

რუსეთ-სომხეთის დამაკავშირებელი გაზსადენის აფეთქების მცდელობაში ბრალდებულ ვ. რ-ის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს უკანონოდ უსმენდნენ.

კერძოდ, ადვოკატის, ნინო მახარაძის განცხადებით, ვ.რ-ის მიმართ ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად მოსამართლის განჩინება გამიტანილია 19 აგვისტოს, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა არა 19 აგვისტოს შემდეგ, არამედ მანამდე.

მისივე თქმით, საქმის მასალებში დევს ვ.რ-ის მიერ 6-8 აგვისტოს განხორიციელებილი ზარების შესახებ ჩანაწერები, ასევე დევს 3 აგვისტოს და 13 აგვისტოს “ფეისბუკის” ჩანაწერები.

ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში არ დევს მტკიცებულება, რაც დაადასტურებს, რომ ტერორისტული აქტის მომზადების მიზნით ვ.რ დაუკავშირდა სხვა ბრალდებულებს.

ადვოკატი ითხოვს, რომ აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულს შეეფარდოს გირაო 50 000 ლარის ოდენობით.

ასევე, ადვოკატმა განაცხადა, რომ ვ.რ-ს სურდა, საქველმოქმედო მიზნებით დახმარებოდა უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცებს, რის შესახებ ფეისბუკშიც წერდა

პროკურორმა ადვოკატ ნინო მახარაძეს უპასუხა, რომ სხვა ბრალდებულის, ბ. ბ-ის მიმართ ჰქონდა სასამართლოს განჩინება და კანონიერად უსმენდნემ იმ ადამიანებს, ვისთანაც ჰქონდა კონტაქტი ბ .ბ-ს.

ადვოკატმა ნინო მახარაძემ ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ 3 აგვისტოს ბ. ბ-სთან ვ.რ-ის საუბრის ჩანაწერის სახით მოპოვებული მტკიცებულება არ უნდა იყოს გამოყენებული ვ. რ-ს საწინააღმდეგოდ.

მასალების გადაბეჭდვის წესი