თიბისი ბანკის ხელშეწყობით, საქართველოში პირველად, პრინტ ფესტივალი LIFE N STYLE გაიმართება

საქართველოში პირველად, ასოციაცია „არტ კავკასიის“ ორგანიზებით და თიბისი ბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო პრინტ ფესტივალი ‘LIFE N STYLE ’ ტარდება. პროექტი ითვალისწინებს თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგის – ხელით ბეჭდვის, (შოლკოგრაფია, ოფორტი, ლითოგრაფია, ლინო გარვიურა და ა.შ) აღდგენა-ხელშეწყობას.

ფესტივალის ფარგლებში 2016 წლის 17 აგვისტოს, ქალაქ ბათუმში, თიბისი გალერეაში, 19:00 საათზე, (ზუბალაშვილის 37) ქართველი არტისტების მიერ, სპეციალურად ამ ტექნოლოგიით შესრულებული ორიგინალური ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.

გამოფენაში მონაწილეობენ: ტატო ახალკაციშვილი, მარი ათანელი, უტა ბექაია, მამუკა ცეცხლაძე, ნიკო ცეცხლაძე,კოკა ცხვედიანი, გურამ წიბახაშვილი, ოლეგ ტიმჩენკო, გეგა პაქსაშვილი, გელა წულაძე, ილიკო ზაუტაშვილი და სხვები.

ხელით ბეჭდვის ტექნიკა უნიკალურია იმით, რომ იძლევა შესაძლებლობას, მოხდეს ნამუშევრის რამდენიმე (10-15) ეგზემპლარად ტირაჟირება, რომელთაგან ყველა ორიგინალია. სწორედ ეს განაპირობებს ამ ტექნოლოგიის მიმზიდველობას და ამასთან, უზრუნველყოფს მის მასიურ გავრცელებასა და ხელმისაწვდომობას. ეს ტექნოლოგია მაღალ დონეზე მუშაობს განვითარებულ ქვეყნებში. საქართველოში, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელით ბეჭდვის ტექნოლოგიის გამოყენებით შეიქმნა სპეციალური კოლექცია. ეს კოლექცია გადატანილი იქნა ტექსტილსა და კერამიკაზე. დამზადდა ჩანთები, მაისურები, საკოლექციო ჭურჭელი, რომლებიც გამოფენის პარალელურად იქნება წარმოდგენილი და ნამუშევრებთან ერთად გაიყიდება.

გალერეაში წარმოდგენილი ნამუშევრების ნახვა შესაძლებელი იქნება ბათუმის ქუჩებშიც. კოლექცია დაიბეჭდა დიდ ფორმატებზე და ის ინტეგრირებული იქნება ქალაქში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე: ზღვის სანაპიროზე, კაფეებში, სკვერებში, სახოვრებელ და გასართობ სივრცეებში. ფესტივალი ბათუმში 7 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

თიბისი

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი