ახალი ამბები

ბრუცელოზი საქართველოში – პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაიწყო

13 აგვისტო, 2016 • 3233
ბრუცელოზი საქართველოში – პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაიწყო

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადება  ბრუცელოზის საწინააღმდეგო უფასო პროფილაქტიკური ვაქცინაცია კახეთში, აჭარის რეგიონსა და თბილისის შემოგარენში დაიწყო. ვაქცინაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარე ფერმერებსაც შეეხება.

ბრუცელოზი ინფექციური დაავადებაა, რომელიც ცხოველის გარდა საფრხეს ადამიანისთვისაც წარმოადგენს, რადგან მსხვილფეხა პირიტყვიდან სხვადასხვა გზით ადამიანს გადაეცემა.

2016 წელს ვაქცინაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 450 ათასი ლარია გამოყოფილი. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის ლაშა ავალიანის თქმით, 200 ათასი ესპანური წარმოების მაღალი ხარისხის ვაქცინა ტენდერის გზით შეიძინეს. იმუნიზაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით 2019 წლამდე გაგრძელდება. დაგეგმილია განმეორებითი ვაქცინაციაც იმ ცხოველებზე, რომლებსაც ამჟამად ვერ აცრიან ასაკის და სხვა შეუსაბამო მიზეზების გამო.

ბრუცელოზის საწინააღმდეგო კამპანიის პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა პასპორტიზაციის პროგრამას ახორციელებს. ვაქცინირებული პირუტყვის  მეპატრონეს ცხოველის საიდენტიფიკაციო დოკუმენტიც   გადაეცემა. ცხოველები, რომლებსაც აცრა ჩაუტარდებათ, იდენტიფიცირებული იქნებიან საყურე ნიშნით, რომელზეც ვეტერინარები ვაქცინაციის თარიღსაც მონიშნავენ.

რეგიონები, ისევე როგორც ფერმები, რომლებშიც ვაქციანაცია ორიოდ დღის წინ დაიწყო,  საქართველოს სხვა რეგიონებთან შედარებით მაღალი რისკის ზონადაა მიჩნეული იმ კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც 2014-16 წლებში მიმდინარეობდა.

ამის შემდეგ პროფილაქტიკური ვაქცინაცია ეტაპობრივად ჩატარდება სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა  და შიდა ქართლის რეგიონებში, სადაც  მსხვილფეხა პირუტყვის სისხლის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.

ლაშა ავალიანის განცხადებით, აქამდე გამოკვლეულ რეგიონებში მსხვილფეხა პირუტყვის დაახლეობით 2% -ს აღმოაჩნდა ბრუცელოზი.

 წყარო: საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტი

წყარო: საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტი

ბიუჯეტიდან 2016 წელს 700 ათასი ლარია გამოყოფილი საქართველოს დანარჩენ რეგიონებში მსხვილფეხა პირუტყვში ბრუცელოზის შემთხვევათა კვლევისთვის.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ  სახელმწიფოს მიერ  ბრუცელოზის სადიაგნოსტიკო მასობრივი  კველევები და ვაქცინაცია პოსტსაბჭოთა პერიოდში  პირველად ხორციელდება.

როგორ უნდა დავიცვათ თავი ბრუცელოზისგან

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრი გირჩევთ:

[checklist]

  • თუ ეჭვი გაგიჩნდათ, რომ თქვენს შინაურ ცხოველს ბრუცელოზი დაემართა – სასწრაფოდ მოხდინეთ მისი იზოლაცია  ჯანმრთელი ცხოველებისაგან და მიმართეთ ვეტერინარს.  იგი დააზუსტებს დიაგნოზს და ბრუცელოზის შემთხვევაში ერთად გაატარებთ შესაბამის ზომებს.
  • ვეტერინარის რჩევით ჩაუტარეთ თქვენს შინაურ ცხოველებს ვაქცინაცია.
  • გამოიყენეთ სპეციალური ტანსაცმელი – დოლის, ავადმყოფი ცხოველის დაკვლის, გატყავების, მისი ხორცის დამუშავების, მკვდარ ნაყოფთან შეხების,  ცხოველთა სადგომების დასუფთავების, მატყლის დამუშავების დროს გამოიყენეთ რეზინის ხელთათმანები, ხალათი, წინსაფარი, ჩექმები, ნიღაბი.
  • ნუ მიიღებთ აუდუღარ რძეს, აუდუღარი რძით დამზადებულ რძის პროდუქტებს და თერმულად დაუმუშავებელ ხორცს  საკვებად.

[/checklist]

მასალების გადაბეჭდვის წესი