ახალი ამბები

ლიპარტელიანი ოლიმპიურ მედალს მიუახლოვდა – ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალშია

10 აგვისტო, 2016 • 2159
ლიპარტელიანი ოლიმპიურ მედალს მიუახლოვდა – ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალშია

რიო დე ჟანეიროში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ვარლამ ლიპარტელიანმა მონღოლი ოტგონბაატარ ლხაგვასურენი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.

 

27 წლის ქართველი ძიუდოისტი ოლიმპიადაზე მეორე წრიდან ჩაერთო. ვარლამ ლიპარტელიანი ნახევარფინალში კორეელ მსოფლიოს ჩემპიონ დონჰან გვაკთან იჭიდავებს. ფინალური ბლოკის ტრანსლაცია საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში 22:30 საათიდან დაიწყება.

მერვედფინალში ლიპარტელიანმა ნაურუელ ოვინი უერასას მარტივად მოუგო, ხოლო მანამდე ქართველმა ძიუდოისტმა ტაჯიკელი კომრონშოკ უსტოპირიონი დაამარცხა.

საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს ამ დროისთვის მხოლოდ ერთი მედალი აქვს მიღებული. საქართველოს ბრინჯაოს მედალი წინა ოლიმპიადის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა მოუტანა. შავდათუაშვილი გახდა პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე შეძლო მედლის მოპოვება.

მასალების გადაბეჭდვის წესი