ახალი ამბები

თბილისში, გოთუას ქუჩაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა

8 აგვისტო, 2016 •
თბილისში, გოთუას ქუჩაზე კლდის ნაწილი ჩამოიშალა

დღეს, 8 აგვისტოს თბილისში, გოთუას ქუჩაზე კლდის მასივი ჩამოიშალა, რომელმაც ბაგა-ბაღამდე მისასვლელი გზის ნაწილი დააზიანა.

იმ ადგილის მიმდებარედ, სადაც მიწის ნაწილი ჩამოიშალა, თბილისის 117-ე ბაგა-ბაღი მდებარეობს.

“მდგომარეობა არის ძალიან რთული და დროულად მოსაგვარებელი იქიდან გამომდინარე, რომ შეიძლება გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ კიდევ უფრო დამძიმდეს მდგომარეობა”, – განუცხადა “რუსთავი 2”-ს თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორმა თემურ თორდინავამ.

გოთუას ქუჩაზე კლდე ჩამოიშალა/ რუსთავი 2-ის კადრი

გოთუას ქუჩაზე კლდე ჩამოიშალა/ რუსთავი 2-ის კადრი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი