ახალი ამბები

“ოცნებამ” რუსთავში ქვემო ქართლის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა

3 აგვისტო, 2016 • 2309
“ოცნებამ” რუსთავში ქვემო ქართლის მაჟორიტარი კანდიდატები წარადგინა

დღეს, 3 აგვისტოს, რუსთავში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა ქვემო ქართლის მასშტაბით.

რუსთავის #29 ოლქში კენჭს იყრის პაატა მხეიძე, სასჯელაღსრულების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამანტის უფროსის მოადგილე;

რუსთავის #30 ოლქში კენჭს იყრის გიორგი ბეგაძე, ეკონომიკის მაგისტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის დირექტორი

წალკასა და დმანისში – კახა ოქრიაშვილი, რომელიც ამჟამადაც მოქმედი პარლამენტარია და სააფთიაქო ქსელ PSP-ს დამფუძნებელია;

ბოლნისში – გოგა მეშველიანი, ეკონომისტი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელი;

გარდაბანში – სავალან მირზოევი, გარდაბნის გამგეობის ადმინისტრაციის უფროსი იყო რეინტეგრაციის საკითხებში, სახელმწიფო მინისტრის წარმომადგენელი იყო ქვემო ქართლში, ახლა კი პრემიერ-მინისტრის თანაშემწეა ეროვნული უმცირესობების საკითხებში.

თეთრიწყაროს მაჟორიტარობის კანდიდატად ოცნებამ წარადგინა გოდერძი ჩანქსელიანი, რომელიც იყო ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს განყოფილების უფროსი;

მარნეულის #35 ოლქში  წარდგენილია რუსლან გაჯიევის კანდიდატურა, მარნეულის რაიონის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი;

მარნეულის #36 ოლქში – თამაზ ნავერიანის კანდიდატურაა წარდგენილი, მარნეულის კომპლექსური სპორტსკოლის დირექტორია, იყო ძიუდოს ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი