ახალი ამბები

თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს! – პატრიარქის მიმართვა პრემიერს

2 აგვისტო, 2016 • 2239
თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს! – პატრიარქის მიმართვა პრემიერს

დღეს, 2 აგვისტოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სიონის ტაძარშიპ ატრიარქის ანგელოზის დღესთან დაკავშირებულ ლიტურგიას დაესწრო. თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს! -პრემიერ მინისტრის პრესამსახურის ცნობით ამ სიტყვებით მიმართა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ გიორგი კვირიკაშვილს.

“ბატონო პრემიერ-მინისტრო, ბატონო მინისტრებო, მადლობელი ვარ, რომ მობრძანდით და ილოცეთ ჩვენთან ერთად. წმინდა ილია წინასწარმეტყველი დიდი წმინდანია, მის სახელში ღმერთი ორჯერ არის ნახსენები. თქვენ უყვარხართ ხალხს და თქვენი სჯერა ხალხს, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო!“ – ილია მეორის ამ სიტყვებს პრემიერ მინისტრის პრესამსახური ავრცელებს. 

ილია მეორე და გიორგი კვირიკაშილი სიონის ტაძარში. 02.08.2016 ფოტო:პრემიერ მინისტრის პრესსამსახური

ილია მეორე და გიორგი კვირიკაშილი სიონის ტაძარში. 02.08.2016 ფოტო:პრემიერ მინისტრის პრესსამსახური

პრესსამსახურის ცნობითვე, თავის მხრივ პრემიერ მინისტრმაც ილია მეორეს ანგელოზის დღე მიულოცა და მას ქვეყნის საკეთილდღეოდ ხანგრძლივი სიცოცხლე უსურვა.

„მინდა მივულოცო მის უწმინდესობას ანგელოზის დღე. ჩვენი თვალით ვიხილეთ ბოლო ათწლეულების განმავლობაში საქართველოში რწმენის აღორძინება და ეს არის მისი უწმინდესობის დამსახურება. მინდა ვუსურვო მას ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე საქართველოს საკეთილდღეოდ!“ – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი განწყობის კვლევების მიხედვით, მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი გამოკითხულთა შორის ყველაზე მოწონებადი ფიგურაა. მისი რეიტინგი ყოველთვის უსწრებს პოლიტიკოსების რეიტინგებს. აშშ–ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის თბილისის ოფისის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ წლების წინ განმარტებაც გააკეთა, იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ფიგურირებს პატრიარქი პოლიტიკური პარტიების რეიტინგის კველვაში. 2016 წლის საზოგადოებრივი განწყობების კვლევების დროს NDI-ის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის რეიტინგი არ გაუზომია.

მასალების გადაბეჭდვის წესი