ახალი ამბები

ირაკლი ბათიაშვილი ნინო ბურჯანაძის გუნდს გაემიჯნა

27 ივლისი, 2016 • 1781
ირაკლი ბათიაშვილი ნინო ბურჯანაძის გუნდს გაემიჯნა

ირაკლი ბათიაშვილი ნინო ბურჯანაძის გუნდს გაემიჯნა.  ირაკლი  ბათიაშვილის თქმით, ის “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” წევრი არასოდეს ყოფილა და მხოლოდ ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ გუნდში ერთიანდებოდა.

“მე არასოდეს ვყოფილვარ რომელიმე პარტიაში. მე და ქალბატონი ნინო ერთ გუნდში ვიყავით და უკვე ორ თვეზე მეტი იქნება აღარ ვარ. საარჩევნო მარათონში მონაწილეობის სურვილი არ მაქვს და არის გარკეული ფაქტორები, რის გამოც წამოვედი ამ პოლიტიკური ერთობიდან. ამ ფაქტორებზე საუბარი არ მინდა,” – უთხრა ბათიაშვილმა ნეტგაზეთს.

პარტიაში “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის” “ნეტგაზეთს” დაუდასტურეს, რომ ირაკლი ბათიაშვილი არასდროს ყოფილა მათი პარტიის წევრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი