ახალი ამბები

ISFED: ჩნდება ეჭვი, რომ სოციალური პროექტების ზრდა საარჩევნო კამპანიის დაწყებას უკავშირდება

26 ივლისი, 2016 • 1451
ISFED: ჩნდება ეჭვი, რომ სოციალური პროექტების ზრდა საარჩევნო კამპანიის დაწყებას უკავშირდება

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 26 ივლისს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა არჩევნებს უკავშირდებოდეს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში საბიუჯეტო ცვლილებები, რომლითაც იზრდება სოციალური პროექტების მოცულობა.

საქმე ის არის, რომ საქართველოს ორგანული კანონისსაქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების დღემდე 60 დღის განმავლობაში აკრძალულია  ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.

ამავე პერიოდში იკრძალება სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) ოდენობების ზრდა, თუ ზრდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არ იყო არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე.  აგრეთვე, ისეთი სოციალური გასაცემლების (პენსია, სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა) და შეღავათების დაწესება, რომლებიც არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე გათვალისწინებული არ იყო საქართველოს კანონმდებლობით.

“საბიუჯეტო ცვლილების 60-დღიანი აკრძალვის მოახლოებასთან ერთად, რიგ მუნიციპალიტეტში შეინიშნება ადგილობრივი ბიუჯეტის ცვლილება და თანხების მიმართვა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტებისკენ. მართალია, მუნიციპალიტეტების მიერ განხორციელებულ პროექტებში პარტიული სიმბოლიკა და პირდაპირი აგიტაცია არ შეინიშნება, თუმცა გააქტიურებული სოციალური კამპანიები და ბიუჯეტის თანხების მობილიზება სოციალური პროექტების ირგვლივ აჩენს ეჭვს, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ინიცირებული ან გაზრდილი სოციალური პროექტები საარჩევნო კამპანიის დაწყებას უკავშირდება“, – აცხადებს “სამართლიანი არჩევნები”.

ორგანიზაციის ანგარიშში რამდენიმე კონკრეტული მაგალითია გამოყოფილი:

  • ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2016 წლის 6 ივნისის #15 დადგენილებით ცვლილება შეიტანა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში, რომლის თანახმადაც გაიზარდა შეჭირვებულ მოქალაქეთა სამედიცინო მომსახურების პროგრამასოციალური უზრუნველყოფა – 25 ათასი ლარით. ასევე გაიზარდა განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა დახმარების პროგრამა  – 22,3 ათასი ლარით.
  • საკრებულომ 2016 წლის პირველი ივნისის #13 დადგენილებით ცვლილება შეიტანა ბიუჯეტში. კერძოდ, 1,107,771 ლარით გაზარდა შემდეგი პროგრამები: ინფრასტრუქტურული სამუშაოებისათვის ფინანსები – 996,943 ლარით; მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა, სოციალური დახმარება ფულადი სახით  – 20,000 ლარით; ცვლილება შევიდა მრავალშვილიანი ოჯახების სოციალურ დახმარების პროგრამაშიც, კერძოდ, 15 ლარიდან 25 ლარამდე გაიზარდა თითოეულ ბავშვზე გასაცემი მატერიალური დახმარება იმ ბავშვებისათვის, რომლებიც ოჯახში 4-დან 18 წლამდე ასაკის არიან და რომელთა ოჯახის ქულასოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 57,001–დან 150,000–მდეა.
  • 7 ივნისს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტით დამტკიცებულ სოციალურ პროგრამებში ცვლილებები განხორციელდა და არსებულ პროგრამაში მუნიციპალური უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა 500 ბენეფიციარით გაიზარდა.
  • 1 ივლისს #79 ბათუმის საარჩევნო ოლქში სტუდენტური დასაქმების პროგრამა დაიწყო, რომელშიც ბათუმში რეგისტრირებული 200 სტუდენტი მიიღებს მონაწილეობას.
  • 12 ივლისს #79 ბათუმის საარჩევნო ოლქში ქალაქის ბიუჯეტში ცვლილება განხორციელდა, კერძოდ 2016 წლის ბიუჯეტი გაიზარდა 63 ათას 500 ლარით, სათამაშო ბიზნესისა და სხვა შემოსავლების ხარჯზე. აქედან მილიონი ერისთავის ქუჩის #54  ავარიული სახლის ბინადართა დაკმაყოფილებას მოხმარდება, დარჩენილი თანხა კი საკრებულომ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ და სპორტულ ღონისძიებებზე გადაანაწილა.
  • 4 ივლისს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა ურუშაძის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტის თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში სოციალურად შეჭირვებულებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, რომლებსაც გადაადგილება უჭირთ, კვირაში ორ დღეს უფასო ერთჯერადი სადილი მიეწოდებათ. მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, მათი რაოდენობა 40-ს შეადგენს. აღნიშნული ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ფეისბუქის გვერდზეც არის გამოქვეყნებული. მუნიციპალიტეტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ გამგებელმა თავის თანაშემწეს დაავალა მუნიციპალიტეტის მასშტაბით შ... და სოციალურად შეჭირვებული პირების სიების შედგენა მათთვის სადილის მისაწოდებლად. უფასო სადილის მიწოდებას შ... და შეჭირვებული პირებისთვის უზრუნველყოფს ააიპუფასო სასადილო მზრუნველობამოკლებულთათვის“.
  • ქუთაისის მერიასა და N1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმადაც ქუთაისის საჯარო სკოლების თანამშრომლები, ყოველ შაბათ დღეს უფასო გამოკვლევებით ისარგებლებენ. მემორანდუმის თანახმად, ჩატარდება სრულყოფილი სამედიცინო გამოკვლევები და დიაგნოსტიკასაგულისხმოა, რომ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს №114-ე დადგენილებით დამტკიცებული ბიუჯეტი ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფილაქტიკური გამოკვლევების ჩატარებას, თუმცა ,,სამართლიანი არჩევნებისმიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციით ირკვევა, რომ ქუთაისის მერიასა და N1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრს შორის მემორანდუმი 2016 წლის 5 ივლისს, ანუ საარჩევნო კამპანიის ოფიციალურად დაწყების შემდეგ დაიდო
  • 13 ივნისს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულომქედის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის შესახებ“ 2015 წლის 29 დეკემბრის #23 დადგენილებაში ცვლილება განახორციელა, რითაც მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 843,267 ლარით გაიზარდა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, საკრებულოს გადაწყვეტილებით გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებული თანამშრომლები 100%-იანი სახელფასო დანამატის ნაცვლად 50%-ს მიიღებენსაპრემიო ფონდიდან დაზოგილი 42,700 ლარით კი ადგილობრივი თვითმართველობა ქედაში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახებისთვის სახურავების გადასახურად თუნუქის მასალას შეიძენსუნდა აღინიშნოს, რომ 100%-იან დანამატებსა და პრემიებზე უარის თქმა შეჭირვეული ოჯახების სასარგებლოდ პირველი პრეცენდენტია ქედის მუნიციპალიტეტში.

“სამართლიანი არჩევნების” მონიტორინგის პირველ შუალედურ ანგარიშში, ასევე, საუბარია, პოლიტიკური ნიშნით შესაძლო გათავისუფლების, ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის, საარჩევნო აგიტაციაში არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობის და სხვა ფაქტებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი