ახალი ამბები

ISFED: სააკაშვილი აგიტაციის წესების დარღვევით მონაწილეობდა ენმ-ს საარჩევნო კამპანიაში

26 ივლისი, 2016 • 1486
ISFED: სააკაშვილი აგიტაციის წესების დარღვევით მონაწილეობდა ენმ-ს საარჩევნო კამპანიაში

“სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ (ISFED) 26 ივლისს 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პირველი შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა დარღვევებთან ერთად საუბარია იმაზე, რომ ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი აგიტაციის წესების დარღვევით მონაწილეობდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისწინასაარჩევნო კამპანიაში.

კერძოდ, ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ 14 ივლისს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამამომრჩეველს ახალქალაქისა და ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა. ახალციხის ტელეკომპანია მე-9 არხის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამომრჩევლებს მიმართა  საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა რომელის ვიდეოგზავნილიც შეხვედრაზე მყოფმა მოსახლეობამ ტელეეკრანის საშუალებით იხილა.

მანამდე კი, 11 ივლისს მარნეულშიერთიანი ნაციონალური მოძრაობისმაჟორიტარმა კანდიდატმა, ახმედ იმამყულიევმა საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიება გამართა. შეხვედრას ესწრებოდნენ გიგი წერეთელი, გიგა ბოკერია, პარტიის სხვა წევრები და ამომრჩევლები. შეკრებილებს სკაიპით ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი და მათერთიანი ნაციონალური მოძრაობისმაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

“საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 პუნქტისქვეპუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ“, – აცხადებენ ISFED-ში. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი ამჟამად არის ოდესის გუბერნატორი და შესაბამისად, უკრაინის მოქალაქე.

მასალების გადაბეჭდვის წესი