ახალი ამბები

“რესპუბლიკა და დემოკრატია” – ოპოზიციური პარტიების მასშტაბური აქცია სტამბულში

25 ივლისი, 2016 • 2353
“რესპუბლიკა და დემოკრატია” – ოპოზიციური პარტიების მასშტაბური აქცია სტამბულში

ჩაშლილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ქმედებების გასაპროტესტებლად, თურქული ოპოზიციური პარტიების ათიათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა სტამბულში, ტაქსიმის მოედანზე.

შეკრებილებს სიტყვით, რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერმა კემალ კილიჩდაროღლუმ მიმართა და განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები მკვეთრად ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ფასეულობებს. ოპოზიციური პარტიები სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას გმობენ, თუმცა ეწინააღმდეგებიან ერდოღანის მიერ, გასულ კვირას გაკეთებულ განცხადებას საგანგებო ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც მომავალი 3 თვის განმავლობაში იმოქმედებს. ოპოზიციის ლიდერთა თქმით, ეს პრეზიდენტს მისცემს საშუალებას თურქეთში ავტორიტარული რეჟიმი დაამყაროს.

“რესპუბლიკა და დემოკრატია” – ამ სლოგანით გაერთიანდნენ აქციაზე შეკრებილები. ეს ოპოზიციური ფრთის მიერ ორგანიზებული პირველი ფართომასშტაბიანი აქცია იყო სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ აქცია ხელისუფლების მხარდამჭერი ტელევიზიიების პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. Guardian-ის ინფორმაციით, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, სწორედ მმართველი პარტია იყო; აქციაზე, როგორც ოპოზიციური პარტიის წევრები და მხარდამჭერები, ასევე ერდოღანის მომხრეებიც შეიკრიბნენ, რათა ერთობლივად დაეგმოთ სამხედრო გადატრიალების მცდელობა.

რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერი ქემალ კილიგდაროღლუ ტაქსიმის მოედანზე შეკრებულ მხარდამჭერებს მიმართავს. 24.07.16 ფოტო: EPA/CEM TURKEL

თურქეთში 15 ივლისის ღამით დაწყებულ სამხედრო გადატრიალების მცდელობას დაახლოებით 246 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და 2000-მდე დაიჭრა. დაკავებულია 13000 სამხედრო პირი. გადატრიალებასთან კავშირის ბრალდებით სამსახურიდან გათავისუფლებულთა რაოდენობამ კი 60000-ს მიაღწია. მათ შორის არიან მოსამართლეები, პროკურორები, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების თანმშრომლები და ჟურნალისტები.

AFP-ის ინფორმაციით, დღეს დამატებით 42 ჟურნალისტის დაკავების ორდერი გაიცა.

თურქული ოპოზიციური პარტიების ერთობლივი აქცია სტამბულში, ტაქსიმის მოედანზე. 24.07.16 ფოტო: EPA/SEDAT SUNA

აქციაზე შეკრებილებმა ქემალ ათათურქის ფოტოები გამოიტანეს. ოპოზიციური პარტიების ერთობლივი აქცია სტამბულში, ტაქსიმის მოედანზე. 24.07.16 ფოტო: EPA/SEDAT SUNA

მასალების გადაბეჭდვის წესი