ახალი ამბები

ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბეების და თანმხლები პირების მდგომარეობა მძიმეა

22 ივლისი, 2016 •
ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბეების და თანმხლები პირების მდგომარეობა მძიმეა

ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორის, ანჟელა ორჯონიკიძის ინფორმაციით, დღეს, 18:00 საათის მდგომარეობით, ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბეებისა და მათი ცოლების ჯანმრთელობის მდგომარეობა ასეთია:

“გიორგი ლომინაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და რეანიმაციაში იმყოფება. მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის, თუმცა სტაბილური. ის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება განყოფილებაში. კვირიკაშვილის ცოლი სამტრედიის საავადმყოფოდან გადმოიყვანეს ქუთაისში, რომლის მდგომარეობაც ასევე არასტაბილურად მძიმეა და რეამინაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე მოვათავსეთ. ლომინაძის ცოლი რეფერალურ კლინიკურ საავადმყოფოში არასტბილური დინამიკის ქვეშ იმყოფება და მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.”

ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისის შემოვლით გზაზე გუშინ, 21 ივლისს, მოხდა. ავარიის შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ოთხმა მრავლობითი ტრავმა მიიღო. საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრის, მერაბ კვირიკაშვილის მანქანაში იმყოფებოდნენ მისი ცოლი – ანი ბუაძე, რაგბის კლუბ “ლელოს” მორაგბე გიორგი ლომინაძე და მისი ცოლი.

მასალების გადაბეჭდვის წესი