ახალი ამბები

თბილისის ოპერის თეატრის საოპერო დასი სამხატვრო ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვს

18 ივლისი, 2016 • 1298
თბილისის ოპერის თეატრის საოპერო დასი სამხატვრო ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ცნობით, დღეს, 18 ივლისს, განცხადებით მიმართა თბილისის ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის საოპერო დასის ნაწილმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, დავით კინწურაშვილის თანამდებობიდან გადადგომასთან დაკავშირებით.

“სამინისტროს ხელმძღვანელობა არაერთხელ შეხვდა საოპერო ხელოვნების მოღვაწეებს და მოისმინა მათი მოსაზრებები. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო დადგენილი წესის შესაბამისად შეისწავლის განცხადებაში მოყვანილ საკითხებს და საბოლოო გადაწყვეტილებას ამცნობს ფართო საზოგადოებას“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი