ახალი ამბები

ანონსი – 19 ივლისი

18 ივლისი, 2016 • 1278
ანონსი – 19 ივლისი

გთავაზობთ, 19 ივლისს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

11:00 საათი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სამოქმედო პროგრამის ნაწილის – საგარეო პოლიტიკის, მშვიდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის პრეზენტაციას გამართავს. მისამართი: თავისუფლების მოედანი #4, ქორთიად მერიოტი;

11:30 –  “პირველის პრესკლუბში” სანდრო ბრეგაძე მიმდინარე პლიტიკურ საკითხებზე, საარჩევნო გარემოზე, თურქეთსა და ერევანში მიმდინარე მოვლენებსა და პარტიის გეგმებზე ბრიფინგს გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული;

 

12:00 – „პრაიმ ტაიმის“ პრესს-კლუბში: არასამთავრობო ორგანიზაციის”პოზიცია” ხელმძღვანელი გურამ ადამაშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: რამდენად პოლიტიზირებულია და მზად არის მოსახლეობა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის – ა/ო “პოზიცია” კვლევას აქვეყნებს;

12:00 – “პირველის პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი მიმდინარე მოვლენებზე ბრიფინგს გამართავს. მათ შორის ისაუბრებს საარჩევნო გარემოზე, ახალ კანდიდატებზე, თურქეთსა და ერევანში მიმდინარე მოვლენებზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული;

13:00 – “დემოკრატიული მოძრაობის” მთავარ ოფისში (აბულაძის 8) გაიმართება ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრა. თემა: საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელი.

14:00 – საზოგადოებრივი მაუწყებლის პრესცენტრში პრესკონფერენციას გამართავს პატრიოტთა ალიანსის მცხეთა-მთიანეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ირმა ცხორაგაული

მასალების გადაბეჭდვის წესი