ახალი ამბები

ჯონდი ბაღათურია სოციალური ქსელების გმირი გახდა

29 თებერვალი, 2012 • • 2203
ჯონდი ბაღათურია სოციალური ქსელების გმირი გახდა

”ნეტარ არიან სიმართლისთვის დევნილნი. ცხონებული გურამ შარაძის შემდეგ ასეთი სიმძაფრით არავის შეუბედავს სიმართლის თქმა პრეზიდენტხმობილისთვის! მორჩილების ტაბუ ახსნილია, თქვენისთანა მართლისმთქმელი კაცები რომ არ არსებობდნენ, ბოღმა დააღრჩობდა კაცობრიობას! ღმერთს ებარებოდეთ და ეყვარებოდეთ ჯონდი ბატონო!” – ასე ეხმაურება დღეს, 29 თებერვალს, ”ფეისბუქის” ერთ-ერთი მომხარებელი პარლამენტარ ჯონდი ბაღათურიას გუშინდელ შელაპარაკებას პრეზიდენტთან.

პარლამენტში გამართული დებატებისა და პრეზიდენტ სააკაშვილისთვის პირისპირ ბრალდებების წაყენების შემდეგ ჯონდი ბაღათურია სოციალური ქსელების გმირი გახდა. სხვადასხვა ვიდეოპორტალებზე იტვირთება მისი და პრეზიდენტის შელაპარაკების ვიდეოები, ფეისბუქში კი პარლამენტარის პირად გევრდზე საჯაროდ 100-ზე მეტი ადამიანი უხდის მადლობას გუშინდელი გამოსვლისთვის.

”უფალი გფარავდეთ ბატონო ჯონდი ამ ვამპირებთან ბრძოლაში!”

”ბატონო ჯონდიიიიი, ვამაყობ თქვენით და იმითაც, რომ ასეთი ქართველი ვაჟკაცი, როგორიც თქვენ ხართ, კიდევ არსებობს, გაიხარეთ!”

”ვიამაყე თქვენით!”

”გაიხარეთ… გული მოგვფხანეთ! უძლიერესი იყავით!”

”გაიხარეთ! დაგაფასეთ ორმაგად! რაც დღეს თქვენ გარდატეხა შეიტანეთ დაწყებულ პროცესში – არასდროს დამავიწყდება… და გადაწონეთ თუ რამ კითხვის ნიშანი არსებულა!!!!!!”

”უფალი არ უვიწყებს ამ წუთისოფლის სტუმრებს გმირობას!…. სოფელი იმად არა ღირს, კაცი ნატრობდეს ჟამს გრძელსა, თუ ფუჭი მისი სიცოცხლე ვერაფერს არგებს მამულსა! ამინ!”

”ბრავო ბ–ნ ჯონდი! ასეთი ვაჟკაცი ადამიანი რომ ბრძანდებით! ნამდვილად ძალიან ბევრი ადამიანის სათქმელი თქვით დღეს.ჩვენი ”მაღალი” საუბრის დროს ისე ანერვიულდა,რომ გადაწყვიტა დარბაზი დაეტოვებინა,ზრდილობიანი და მართალი ადამიანები საუბრის დროს მოსაუბრეს არ ტოვებენ,მან კი მხოლოდ მოსაუბრე კი არა,მთელი დარბაზი დატოვა. სინდისმა შეაწუხა თქო ვერ ვიტყოდი,ვინაიდან მას უკვე ეს გრძნობა დიდი ხანია აღარ გააჩნია…”

”ძალიან ბევრი ადამიანის სათქმელი თქვი, პირდაპირ და ცხადად!”

”ის არ არის შტირლიცი და ბონდი,

მან არ იცის მაიკროსოფტ ვორდი,

მერსედესზე გაუცვლია ფორდი;

დადის, როგორც ინგლისელი ლორდი.

ყურადღება, პარლამენტო, სწორდი!

რის ლავროვი, რის რაისი კონდი?!

არც კრემლი და არც სოროსის ფონდი,

საქართველოს გადაარჩენს ჯონდი. :))”

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, ჯონდი ბაღათურიას პარლამენტში გამოსვლის დროს მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წუთით დარბაზი დატოვა. ამ ფორმით უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა დეპუტატის ბრალდებებს.

ბაღათურიამ პრეზიდენტს ბრალი დადო იმაში, რომ მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სააკაშვილის მამამ ხელში ჩაიგდო ბალნეოლოგიური კურორტები საქართველოს მასშტაბით, დედამისმა– საუნივესიტეტო სფერო, ასევე, სხვადასხვა ბიზნესს აკონტროლებენ მისი ძმები. ბაღათურიამ სააკაშვილს განუცხადა, რომ ის საქართველოში აკონტროლებს საწვავის და სხვა ბიზნესებს.

სააკაშვილმა ბაღათურიას შესთავაზა ბალნეოლოგიურში გადასვლა, რომლის დირექტორიც, სააკაშვილის თქმით, არის მამამისი და იქაური აბაზანებით სარგებლობა, კერძოდ, “ხარისხიანი ტალახით” დაზელვა და “ტვინის გამორეცხვა”, რადგან სააკაშვილის თქმით, ბაღათურიას ბრალდებები სხვა არაფერია, თუ არა ტალახის სროლა.

“სხვათა შორის, ბატონო ჯონდი, გასული რომ ვიყავი ნახევარი წუთით, მამაჩემს დავურეკე, რომ აბაზანა გაამზადოს,” – ასე ახსნა დარბაზის დატოვების მიზეზი მიხეილ სააკაშვილმა ბაღათურიას საპასუხო რეპლიკის დასრულების შემდეგ.

მასალების გადაბეჭდვის წესი