ახალი ამბები

“ატლასგლობალმა” სტამბულიდან თბილისის მიმართულებით საგანგებო ფრენა დანიშნა

16 ივლისი, 2016 • 1393
“ატლასგლობალმა” სტამბულიდან თბილისის მიმართულებით საგანგებო ფრენა დანიშნა

ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ავიაკომპანია “ატლასგლობალმა” სტამბულიდან თბილისის მიმართულებით ფრენა დანიშნა, რათა ათათურქის აეროპორტში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეები დაბრუნდნენ. ფრენაზე ოფიციალურად რეგისტრირებულია 160 ადამიანი.

“სტამბულის აეროპორტში არიან ქართველი მგზავრები, რომლებთან დაკავშებითაც ავიკომპანია “ატლასგლობალმა” მიიღო გადაწყვეტილება და თბილისის დროის 16:20 წუთზე დაინიშნა ფრენა და ჩვენ ჩამოვაფრენთ ჩვენს თანამოქალაქეებს. იქ არის ასევე 2 ბავშვი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ასევე ვზრუნავთ. პრობლემა არის ის, რომ თავად აეროპორტის თანამშრომლებსაც არ აქვთ თავისუფლად გადაადგილების საშუალება და ჩვენ მაქსმიმუმს ვაკეთებთ, რათა საკვები და წყალი მივაწოდოთ ჩვენს მოქალაქეებს,” – აცხადებს ქუმსიშვილი.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, კიდევ ერთი ფრენა კი საღამოს 20:30 წუთზე იგეგმება, რომელიც უკვე თბილისიდან სტამბულში გადაიყვანს მგზავრებს.

თურქეთის საჰაერო სივრცე გუშინ, გვიან ღამით, სახელმწიფო სამხედრო გადატრიალების მცდელობის დროს ჩაიკეტა. აჯანყების შედეგად, ამ დროისათვის დაღუპულია მინიმუმ 90 ადამიანი, დაშავებულია 1154 ადამიანი.

გაეცანით მოვლენათა ქრონოლოგიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი