ახალი ამბები

CNN Turk-ის შენობაში ჯარისკაცთა ჯგუფი შეიჭრა [ვიდეო]

16 ივლისი, 2016 • 1149
CNN Turk-ის შენობაში ჯარისკაცთა ჯგუფი შეიჭრა [ვიდეო]

მედიასაშუალება CNN Turk ავრცელებს ვიდეომასალას იმის შესახებ, რომ მათ სტუდიაში სამხედრო პირების ჯგუფი შეიჭრა. ამ დროისათვის შეწყვეტილია მათი სატელევიზიო ეთერი. ჟურნალისტებმა ჯარისკაცების შესვლა ლაივ რეჟიმში, სოციალურ ქსელში ატვირთეს.

მთელი ქვეყნის მასშტაბით შეზღუდულია წვდომა ინტერნეტზე. ყველაზე გავლენიანი თურქული ტელევიზია, TRT კი 3 საათის განმავლობაში ვერ მაუწყებლობდა.

15 ივნისს, გვიან ღამით თურქეთში შეიარაღებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაიწყო, ანკარაში რამდენჯერმე ესროლეს ბომბები პარლამენტის შენობას, შეიარაღებულ შეტაკებებს ადგილი აქვს სტამბულშიც. თუმცა ხელისუფლებამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სიტუაცია უკვე მეტწილად ექვემდებარება კონტროლს.

აშშ და დასავლეთის ქვეყნები მხარდაჭერას უცხადებენ თურქეთის არჩეულ ხელისუფლებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი