ახალი ამბები

NTV: ანკარაში პოლიციის 17 ოფიცერი მოკლეს

16 ივლისი, 2016 • 1112
NTV: ანკარაში პოლიციის 17 ოფიცერი მოკლეს

თურქული ტელევიზიის ინფორმაციით, ამ დროისათვის ანკარაში პოლიციის 17 ოფიცერია მოკლული. თურქეთში სამხედრო დანაყოფი სამხედრო გადატრიალების მოწყობას ცდილობს. თუმცა თურქეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი TRT იუწყება, რომ თურქეთი ახლა “მშვიდობის საბჭოს” კონტროლის ქვეშაა და საზოგადოების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯიპ ტაი ერდოღანმა მოსახლეობას ტელევიზიით მიმართა და მათ ქუჩაში გამოსვლისაკენ მოუწოდა. ამ დროისათვის უცნობია პრეზიდენტის ზუსტი ადგილსამყოფელი.

ჩაკეტილია ხიდები, გადაიდო ფრენები, ქუჩაში ისმის სროლის ხმაც.

პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის განცხადებით, ჩაიკეტება საქართველო-თურქეთის საზღვარიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი