ახალი ამბები

თურქეთ-საქართველოს საზღვარი ჩაიკეტა

16 ივლისი, 2016 • 1655
თურქეთ-საქართველოს საზღვარი ჩაიკეტა

“რუსთავი 2”- ის ინფორმაციით, თურქეთ-საქართველოს საზღვარი ჩაიკეტა. თურქეთში სამხედრო გადატრიალების გამო საქართველომ-თურქეთის საზღვარი ჩაიკეტა, – ამის შესახებ სარფიდან კურიერის კორესპოდენტი იუწყება.

ტელეკომპანიის ცნობით, ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც თურქეთში გადასვლას გეგმავდნენ, უთხრეს, რომ საზღვარზე თურქეთის მხარის გადაწყვეტილებით მიმოსვლაზე შეზღუდვაა დაწესებული.

საზღვარი ჩაკეტილია მხოლოდ ტურისტებისთვის, თურქეთის მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა თავისუფლად შეუძლიათ.

საზღვარი ჩაკეტილია თურქეთის მხრიდან.

მასალების გადაბეჭდვის წესი