„ანაგის“ ფოტოკონკურსის გამარჯვებულები

15 ივლისს გამოვლინდნენ სამშენებლო კომპანია „ანაგის“ ფოტოკონკურსის გამარჯვებულები.

გამარჯვებულის გამოსავლენად ჟიურის 7 კაცი მუშაობდა:  გოგა ჩანადირი [ფოტოგრაფი] , ანა გოგუაძე [ფოტოგრაფი ] ზვიად ქორიძე  [ჟურნალისტი], სულხან სალაძე [იურისტი], მანანა ქველიაშვილი [ბლოგერი] , მარიამ გამცემლიძე [PR სპეციალისტი] , ნატა ასათიანი [საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი].  ჟიურის წევრები  ერთმანეთისგან დამოუკიდებლად,  წინასწარ დადგენილი მეთოდებით მუშაობდნენ  საკონკურსო ფოტოების შესაფასებლად. ფოტოები ძირითადად ოთხი კრიტერიუმით შეფასდა: კრეატიულობა,  ტექნიკური შესრულება ,  კომპოზიცია, ფოტოს მხატვრული ღირებულება .

 ნომინაციაში – „ევროპისკენ’’  გაიმარჯვა გიორგი კეკელიძის ფოტომ, რომელიც ავტორს ლაგოდეხში,  სოფელ ფონაში აქვს გადაღებული. ,, ევროპა ეს არის ინდივიდუალიზმი.  მუდმივი სვლა. ძიება. ეს არის ბურუსიდან გამოსვლა’’ წერს ფოტოს შეფასებაში ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ზვიად ქორიძე.

ერთ-ერთ საუკეთესო კადრად აღიქვამს ამ ფოტოს ჟიურის მეორე წევრი, გოგა ჩანადირი. „ნომინაციის შესაფერისი მეჩვენება გზა და თითქოს ევროპული სინათლე მზის სახით,“ – ამბობს ის.

,,ფოტოზე წარმოდგენილ გზას, როგორც მარადიული მოძრაობის სიმბოლოს, ნისლს კი, როგორც  წინაღობას და პრობლემას“ – ასე ხედავს კადრს ჟიურის კიდევ ერთი წევრი, სულხან სალაძე და იქვე დასძენს, რომ  შორს, ნისლში დარჩენილი ნათელი წერტილი აღიქმება როგორც ევროპისკენ მიმავალი გზის დადასტურება.

giorgi-kekelidze-გზა-ევროპისაკენ-გადაღებულია-ლაგოდეხის-რაიონის-სოფელ-ფონაში-e1462457345912

გიორგი კეკელიძის ფოტო

ნომინაციაში ,,თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული  მემკვიდრეობა’’   ნინო კაკაბაძის  თბილისში, მეიდანზე გადაღებულმა  ფოტომ გაიმარჯვა.  ,, ეზოში შესვლისას აბსოლუტურად სხვა სამყაროში ხვდები. ეზოს მთლიანი არქიტექტურა, მისი გადახურვა და  შიდა  განათება იმდენად ეფექტურია მნახველისთვის, რომ ადგილს მეორეჯერ, მესამეჯერ და კიდევ ბევრჯერ უბრუნდები,“ –  წერს ფოტოს აღწერაში ავტორი.

,,ძველის და ახლის საოცარი ტანდემია. თბილისში ბევრ უბანში სამწუხაროდ მხოლოდ ფასადია მოწესრიგებული, ეს ფოტოც ამას ასახავს,“ –  ამბობს ამ ფოტოზე ანა გოგუაძე.

„ცოტა სევდიანი ფოტოა,“ – ვკითხულობთ ჟიურის წევრის, სულხან სალაძის ამ ფოტოს შეფასების ჩანაწერებში. „კარგი სიღრმე აქვს ფოტოს.  ყვება ამბავს და მუდმივად გაბრუნებს წარსულში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია, არა მხოლოდ არქიტექტურით, არამედ ადამიანებით, მოვლენებითა და საგნებით, რომლებიც იქ არსებობს’’.

ნინო კაკაბაძე ტანამედროვე არქიტექტურა და კულტ.მემკვიდრეობა

ნინო კაკაბაძის ფოტო

,,ხშირად ადამიანებისა და ქალაქების ურთიერთობა ჰგავს ამ კადრს  – ცხოვრება ცალკე მიდის, ადამიანები – ცალკე“ – როგორც წესი ქალაქსა და ადამიანებზე წარმოგვიდგება მხიარული კადრები, სავსე ქუჩები.  სწორედ ეს გამოარჩევს ამ ფოტოს – რეალობის განსხვავებული აღქმა. ფოტოდან მოდის  იმ უსასრულო მარტოობის შეგრძნება, რომელსაც რეალურად განიცდიან ადამიანები, სხვა ადამიანებით სავსე გარემოში, ”- ასე ახასიათებს ნომინაციაში ,,ქალაქი და ადამიანები’’ გამარჯვებულ ფოტოს ჟიურის ერთ -ერთი წევრი. ფოტოს ავტორი ლაშა ფალავანდიშვილია.

ლაშა ფალავანდიშვილი ქალაქი და ადამიანები

ლაშა ფალავანდიშვილის ფოტო

თითოეულ ნომინაციაში გამოვლენილ   გამარჯვებულებს თანაბრად დაუფინანსდებათ 1000 ლარით სწავლის ღირებულება ან/და გადაეცემათ 1000 ლარი.

გამარჯვებული, რომელიც საჩუქრად მიიღებს  საგზურს  ერთერთ ყველაზე ძველ არქიტექტურულ ქალაქ რომში, გამოავლინა კონკურსის ორგანიზატორმა, კომპანიაანაგმა. პრიზი  გადაეცემა  ანა ყაჭეიშვილს  ფოტოსთვის მიჟგვი მარე” (მზის ადამიანი).  ფოტოს აღწერაში ავტორი წერს, რომ ფოტო გადაღებულია თბილისში, თავისი სახლის ფანჯრიდან. კომპანია „ანაგში“ აცხადებენ, რომ გადამწყვეტი  როლი  ფავორიტი ფოტოს გამოვლენისას ჟიურის შეფასებებმაც განაპირობა. ამ  ფოტოს შეფასებისას ჟიურის ერთ-ერთი წევრი ნატა ასათიანი წერს, რომ  „ფოტოს გმირი შენობის ერთ კონკრეტულ უჯრედს აკეთებს. შეგვიძლია განვაზოგადოთ და ვთქვათ თითოეული ჩვენგანი პასუხისმგებელი ვართ ჩვენი ქალაქის წინაშე მცირედით თუნდაც, რაც საბოლოო ჯამში ქმნის ქალაქის მთლიან სახეს“.

ანა ყაჭეიშვილი

ანა ყაჭეიშვილის ფოტო

კონკურსში ასევე გამოვლინდა facebook like-ბის მიხედვით  20 გამარჯვებული:

  1. გიორგი ნიკოლავას ფოტო [თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა]
  2. ნინო ბარნაბიშვილის ფოტო [თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა და ქალაქი და ადამიანები]
  3. რომან თოლორდავას ფოტოები [კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვე არქიტექტურა და ევროპისკენ ]
  4. მარიამ ბარაბაძის ფოტო [ქალაქი და ადამიანები]
  5. ხატია ზოიძის ფოტო [ქალაქი და ადამიანები]
  6. ნათია რობაქიძის ფოტო [თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა]
  7. დავით ბილიხოძის ფოტო [ქალაქი და ადამიანები]
  8. თეკლე თოდუას ფოტო [თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა]
  9. ელენე მჟავანაძის ფოტო [ქალაქი და ადამიანები]
  10. ლიკა ჭოლოკავას ფოტო [ქალაქი და ადამიანები]
  11. გიორგი ნიკოლავას ფოტო [ევროპისკენ]
  12. ნათია ხუნაშვილის ფოტო [ევროპისკენ]
  13. ასმათ გოგატიშვილის ფოტო [თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა]
  14. ნინა ლორთქიფანიძის ფოტო [თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა]
  15. ანა წოწორიას ფოტო [ქალაქი და ადამიანები]
  16. ანრი მაღლაკელიძის ფოტო [ქალაქი და ადამიანები]
  17. მანანა ხიზანაშვილის ფოტო [ევროპისკენ]
  18. ლაშა ჭოველიძის ფოტო [ევროპისკენ]
  19. ლიკა ჩხაპელიას ფოტო [ქალაქი და ადამიანები]
  20. გიორგი ლელაძის ფოტო [ქალაქი და ადამიანები]

facebook like-ბის მიხედვით  გამარჯვებული ფოტოების ავტორები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.    

ფოტოკონკურსის საზეიმო დახურვა  24 ივლისს ბათუმში გაიმართება. კონკურსანტების გარდა  ღონისძიებაზე მოწვეული  იქნებიან დიპლომატიური კოპრუსის წარმომადგენლები, დაინტერესებული პირები საჯარო,  კერძო და სამოქალაქო სექტორიდან.   საღამოზე გამარჯვებული  ფოტოების გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა.

ფოტოკონკურსი მიმდინარეობდა  3 თვის მანძილზე და კონკურსში მონაწილეობა შეეძლო საქართველოში მოქმედ ყველა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. ერთ ნომინაციაზე ერთი მონაწილისგან დასაშვები იყო მხოლოდ ერთი ფოტოს წარმოდგენა. კონკურსზე სულ 384 განაცხადი შემოვიდა.  ნომინაციაში ევროპისკენ შემოვიდა 97 ფოტო.  ნომინაციაში ქალაქი და ადამიანები  – 151 ფოტო.  ნომინაციაში თანამედროვე არქიტექტურა და კულტურული მემკვიდრეობა  კი -136 ფოტო.

კომპანია „ანაგი“ უკვე 27 წელია საქართველოს სამშენებლო ბაზარზე მუშაობს და ამ ხნის მანძილზე არა ერთი სოციალური და საგანმანათლებლო პროექტის მხარდამჭერია. წელს კომპანიის სოციალური პოლიტიკის მთავარი აქცენტი ახალგაზრდების განათლების ხელშეწყობაა.

ამავე თემაზე:

ფოტოკონკურსი კომპანია „ანაგისგან“

LIKE მხარდაჭერა გრძელდება – უგულშემატკივრეთ “ანაგის” ფოტოკონკურსის მონაწილეებს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი