ახალი ამბები

აჯანყებულები აცხადებენ, რომ მთელ თურქეთზე დაამყარეს კონტროლი

16 ივლისი, 2016 • 1244
აჯანყებულები აცხადებენ, რომ მთელ თურქეთზე დაამყარეს კონტროლი

“როიტერის” ცნობით, აჯანყებული სამხედროები აცხადებენ, რომ მთელ თურქეთზე დაამყარეს კონტროლი, პრემიერ-მინისტრი კი აცხადებს, რომ სახელმწიფო გადატრიალება არ მომხდარა.

 

სროლის ხმა ისმოდა თურქეთის დედაქალაქ ანკარაში პარასკევს, ადგილობრივი დროით 9 საათზე. “როიტერს” თვითმხილველმა განუცხადა, რომ ქალაქში სამხედრო თვითმფრინავები და ვერტმფრენები გამოჩნდნენ. ქალაქში მოძრაობს მძიმე ჯავშანტექნიკა. ბოსფორის სრუტეზე დაკეტილია ხიდები.

თურქეთის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის განცხადებით, არასწორი იქნება, მიმდინარე მოვლენებს გადატრიალება ეწოდოს, თუმცა, მისი თქმით, სამხედროების ნაწილი უკანონოდ ცდილობდა ძალაუფლების ხელში ჩაგდებას. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი