ახალი ამბები

“ტერორიზმთან დაკავშირებული ინციდენტი” ლონდონთან – მოკლულია თავდამსხმელი

2 თებერვალი, 2020 • 1205
“ტერორიზმთან დაკავშირებული ინციდენტი” ლონდონთან – მოკლულია თავდამსხმელი

ტელეკომპანია BBC-ის ცნობით, უცნობი პირი ლონდონთან ახლოს, მცირე ზომის ქალაქ სტრეთემში, ქუჩაში დანით თავს დაესხა გამვლელებს. დაშავდა, სულ მცირე, ორი ადამიანი. თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა.

ლონდონის პოლიცია შემთხვევას “ტერორიზმთან დაკავშირებულს” უწოდებს, შემოსაზღვრულია მიმდებარე ტერიტორია და ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, შემთხვევის დროს მიმდებარე ქუჩები პანიკამ მოიცვა და ხალხმა თავი მიმდებარე ობიექტებს შეაფარა.

შემთხვევის შესახებ განცხადება გაავრცელა ლონდონის მერმა სადიქ ხანმა, სადაც აღნიშნულია: “ტერორისტები ჩვენს დაყოფასა და ჩვენი ცხოვრების განადგურებას ცდილობენ. აქ, ლონდონში, ჩვენ მათ ამის საშუალებას არასდროს არ მივცემთ”.

ჯერჯერობით, თავდამსხმელი ან მოტივი იდენტიფიცირებული არ არის.

მთავარ ფოტოზე: შემთხვევის ადგილი/Getty

მასალების გადაბეჭდვის წესი