თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად, ირანში რევოლუციის გუშაგთა კორპუსის 27 წევრი დაიღუპა, 13 კი დაიჭრა.
შემთხვეა ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონში, ზაჰედანის გზაზე მაშინ მოხდა, როდესაც სამხედროები ავტობუსით გადაადგილდებოდნენ და მათ ასაფეთქებელი მოწყობილებებით დატვირთული ავტომანქანა მიუახლოვდა.
მომხდარზე პასუხისმგებლობა სუნიტურმა მუსლიმურმა სამხედრო დაჯგუფებამ ჯაიშ ალ ადლმა (“სამართლიანობის არმია”) აიღო.
აღნიშნული ტერორისტული ორგანიზაცია ძირითადად სისტანისა და ბალუჩისტანის პროვინციაში 2012 წლიდან მოქმედებს.