ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ლიკვიდირებულია ტერორისტი, რომელიც ტერაქტს გეგმავდა

4 დეკემბერი, 2016 • 5149
აზერბაიჯანული მხარის ცნობით, ლიკვიდირებულია ტერორისტი, რომელიც ტერაქტს გეგმავდა

დღეს, 2016 წლის 4 დეკემბერს, აზერბაიჯანის უშიშროების სახელმწიფო კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ სპეციალურმა დანაყოფმა მოკლა პირი, რომელიც აზერბაიჯანში ტერაქტს გეგმავდა. ფაქტთან დაკავშრებით ინფორმაციას აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტო apa.az ავრცელებს.

“ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგენილია, რომ 1978 წელს დაბადებული და წარსულში ნასამართლევი აზერბაიჯანის მოქალაქე ჯამი ემინ აზიზაგ ოღლუ, რომელიც წარსულში აქტიურად თანამშრომლობდა ტერორისტულ ორგანიზაიციასთან, ციხიდაინ გამოსვლის შემდეგ ამავე ორგანიზაციასთან კავშირის შედეგად, ცეცხლასასროლი იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით, აზერბაიჯანში ტერორისტული და დივერსიული აქციების გამართვას გეგმავდა”,- აცხადებენ სახელწმიფო უწყებაში.

უშიშროების კომიტეტის ინფორმაციითვე, დაკავების დროს მან წინააღმდეგობა გაუწია სამართალდამცავებს და მასზე დამაგრებული “შაჰიდის ქამრის” აფეთქებას შეეცადა, თუმცა, ოფიციალური ცნობითვე, ის ოპერატიული ჯგუფის მიერ აფეთქებამდე იყო ლიკვიდირებული.

უშიშროების კომიტეტის განცხადებით, აღნიშნულ ფაქტზე საგამოძიება გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი