საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელიც ნიცაში ხალხში შევარდა და 70-ადამიანზე მეტი დახოცა, მოკლულია.

“პირი, რომელიც სატვირთო ავტომობილს მართავდა, განეიტრალებულია. გამოძიება დაადგენს, მოქმედებდა თუ არა მარტო,”- წერს სამინისტრო ტვიტერზე.

14 ივლისს ნიცის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე შეკრებილი ადამიანები საფრანგეთის ნაციონალურ დღესასწაულს, ბასტილიის აღების დღეს აღიშნავდნენ. სწორედ ხალხით სავსე ქუჩაში გაიარა სატვირთო ავტომობილმა, რასაც 70 ადამიანზე მეტი შეეწირა, 100 კი დაშავდა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *